ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ბიჭი, რომელმაც თავისი წარმატებებით სტერეოტიპები დაამსხვრია
24/12/2021


გიორგი მოსიძე აჭარის ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ფერიაში არსებულ მატათა მოციქულის გიმნაზია - პანსიონში გაიზარდა და სკოლაში სწავლისას პირველი 9 წელი ამავე პანსიონში დაამთავრა. იგი შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის სტუდენტი და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის სტიპენდიანტია. გიორგის ხშირად მოუსმენია სტერეოტიპულ შეხედულებები ადამიანებისგან, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ბავშვთა სახლში გაზრდილი ადამიანი სხვებივით წარმატებულები და რეალიზებული ვერ გახდება, თუმცა მან თავისი წარმატებებით ყველას დაუმტკიცა, რომ ეს ასე არ არის.


,,ხშირად მსმენია ასეთი ფრაზები:-"ეს ბავშთა სახლშია გაზრდილი და არ იქნება ნორმალური" ან "-უი, რა სირცხვილია, ბავშთა სახლში გაიზარდე?" მინდა ეს სტეროტიპები დავარღვიო და ვთქვა, რომ სულაც არ აქვს მნიშვნელობა სად გაიზრდები. ალბათ ყველას აკლია ცხოვრებაში რაღაც. დამიჯერეთ, მე ბევრი რამ მაკლდა, მათ შორის ოჯახი, რომელიც ჩემგან შორს იყო, მაგრამ მადლიერი ვარ იქ სადაც გავიზარდე, ის ჩემი მეორე ოჯახია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თითოეულს ამისთვის უღრმესი მადლობა გადავუხადო. სრულყოფილი ცხოვრება არავის აქვს. ამიტომაც იმით უნდა დავკმაყოფილდეთ, რაც გაგვაჩნია".


მასწავლებლობა სულაც არ ყოფილა მისი ბავშვობის ოცნება, ყოველთვის სურდა ექიმი გამხდარიყო. გარკვეული გარემოებების გამო, ბავშვობაში სწავლისადმი ნაკლებ ინტერესს იჩენდა, თუმცა მის ცხოვრებაში გამოჩნდნენ ისეთი მასწავლებლები, რომლებმაც გიორგის შეხედულებები რადიკალურად შეუცვალეს და დიდი მოტივაციითაც აავსეს. სწორედ მაშინ გადაწყვიტა თვითონაც ეს პროფესია აერჩია:


,, მახსოვს იმ მასწვალებლების ერთგულება და მხარდაჭერა მაშინაც, როცა ჩემი მომავალი ბეწვის ხიდზე გადიოდა. სწორედ ეს დამრჩა მათგან და მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულს, ვინც ჩემში დაინახა პერსპექტივის ნაპერწკალი, რომელიც არ ჩააქრო და იმათაც, ვინც ჩათვალა რომ მომავალი არ მაქვს, რადგან ამ აზრმა მეტი გამბედაობა და შრომისადმი სიყვარული მაჩუქა".


გიორგი განსაკუთრებით თბილად თავის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს იხსენებს, რომელმაც აბიტურიენტობისას მას საკუთარი გზის პოვნა გაუადვილა:


,,ჩემი მთავარი მოტივატორი იყო ჩემი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ქალბატონი ნინო სურმანიძე, რომელმაც უზომოდ შემაყვარა საკუთარი თავიც და მისი პროფესიაც".


ახალგაზრდა სტიპენდიანტი სკოლებში დღემდე არსებულ ხარვეზებზე საუბარს თავს არ არიდებს და ამბობს, რომ ერთ-ერთი ფაქტორი, რატომაც მან მასწავლებლობა აირჩია, სწორედ ამ ხარვეზების გამოსწორების სურვილი იყო.


,,მიუხედავად იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება საკმაოდ ნაჩქარევი იყო, თანდათან გავიაზრე, რომ ეს ის სფერო იყო, რომელშიც თავს კომფორტულად ვიგრძნობდი. ჩავაბარე, რადგანაც კარგად შევიცნო პედაგოგიური საქმიანობა და თუნდაც ოდნავ მაინც უკეთესობისკენ შევცვალო არსებული სისტემა. ეს არის გზა, რომელშიც გეძლევა საშუალება შენი თბილი დამოკიდებულება გაუზიარო მომავლის ადამიანებს, რომლებისგანაც იღებ უზომო სითბოს და მომავლის იმედს".


მასწავლებლობის გარდა გიორგის სხვა მრავალი ინტერესი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი დროის გამონახვა ხშირად უჭირს, ცდილობს ეს დრო დაუთმოს სიმღერას, ხატვას, ფილმებს. უკანასკნელ პერიოდში კი განსაკუთრებით აინტერესებს ფილმები მასწავლებლობაზე. ამასთან ერთად, ცდილობს მეგობრებისთვისაც გამოძებნოს დრო.


გუდავაძე-პატარკაციშვილის სტიპენდია გიორგისთვის დიდი მოტივაციის მომცემი აღმოჩნდა და მას ძალიან ახარებს ის ფაქტი, რომ ფონდთან ერთად წინ კიდევ მრავალი პროექტი ელის: ,,ფონდის სტიპენდიანტობამ მოტივაციის გარდა, ასევე, მომცა შესაძლებლობა, რომ შევხვდე ქვეყნის წარმატებულ პედაგოგებს, რაც ჩვენთვის, დამწყებთათვის ჰაერივით საჭიროა, რისთვისაც დიდი მადლობელი ვარ. აღნიშნულ ფონდთან ერთად წინ მრავალი პროექტი გველის, რაც ძალიან მახარებს და მაბედნიერებს".


მომავალი მასწავლებლების სტუდენტური სტიპენდიების პროგრამა გუდავაძე- პატარკაციშვილის ფონდის ინიციატივითა და 6 პარტნიორ უმაღლეს სასწავლებელთან პარტნიორობით ხორციელდება. აღნიშნული პროგრამა ყოველ სემესტრში სტიპენდიას გამოყოფს მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე 60 სტუდენტისათვის, რომლებმაც მასწავლებლის პროფესია აირჩიეს.


 

წაკითხულია: 2887
ფაბლისითი ჯგუფი -ის ნიუსრუმი
ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში
ინფორმაცია
ისტორია
PUBLICITY.GE სამ ძირითად მომსახურებას გთავაზობთ. რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მომსახურებების შესაძენად, დაინტერესებული ორგანიზაცია რეგისტრირდება PUBLICITY.GE - ზე და ხსნის მისი ორგანიზაციის პროფილს. ეს ავტომატურად ნიშნავს ორგანიზაციის ნიუსრუმის გვერდის შექმნას შემდეგი დომანური სახელით: publicity.ge/yourcompany. ნიუსრუმი, ეს არის თქვენი ორგანიზაციის დამატებითი ვეგვერდი ინტერნეტში, სადაც მედიისთვის მნიშვნელოვანი ინფორამციაა განთავსებული თქვენს ორგანიზაციაზე. ნიუსრუმის შექმნა და მასზე თქვენს შესახებ ინფორმაციის განთავსება უფასოა. მას შემდეგ, რაც თქვენმა ორგანიზაციამ შექმნა საკუთარი პროფილი PUBLICITY.GE - ზე და უკვე გააჩნია ნიუსრუმი, თქვენ შეგიძლიათ შემდეგი მომსახურებებით სარგებლობა: მომსახურება 1 - მედია მასალის განთავსება მოამზადეთ მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი მულტიმედია ფორმატში მარტივი, ონლაინ ფორმის შევსების გზით, რომელსაც თქვენი პროფილიდან შექმნით. აირჩიეთ ის მედია საშუალებები, ჟურნალისტები და სხვა მომხმარებლები, რომლებიც არიან დარეგისტრირებულები PUBLICITY.GE - ზე და ღილაკზე ერთი დაწკაპუნებით გაავრცელეთ თქვენს მიერ მომზადებული მულტიმედია სიახლე ხელმომწერებში. მათ თქვენი გზავნილი მეილზე ბმულის სახით მიუვათ. გარდა ამისა, თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი ავტომატურად განთავსდება PUBLICITY.GE - ს თემატურ კატეგორიაში და ის ხელმისაწვდომი იქნება ამ საიტის ვიზიტორებისათვის. მომსახურება 2 - მედიაში გარანტირებული გავრცელება თუ თქვენ დაინტერესებული ხართ, რომ თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი გარანტირებულად რომელიმე თქვენთვის სასურველ მედია საშუალებაში გავრცელდეს, აირჩიეთ გარანტირებული გავრცელება, მონიშნეთ ერთი ან რამოდენიმე მედია საშუალება, სადაც გინდათ რომ ინფორმაცია თქვენზე გარანტირებულად გავრცელდეს და დააწკაპუნეთ გაგზავნის ღილაკს. თქვენი სიახლე გაიგზავნება თქვენს მიერ შერჩეულ ხელმომწერებში, ის ავტომატურად აისახება საიტზე PUBLICITY.GE და გარანტირებულად, 2 დღის განმავლობაში გავრცელდება თქვენს მიერ შერჩეულ მედია საშუალებაში. მომსახურება 3 - მედია მასალის მომზადება თუ თქვენს ორგანიზაციას არ ყავს მედია მასალის მომზადებაზე პასუხისმგებელი პირი, ან სხვა საქმეების გამო, მსგავსი მასალის მოსამზადებლად დრო არ გრჩებათ, ჩვენი თანამშრომლები დაგეხმარებიან მედია ანონსების, პრესრელიზებისა და ვიდეო რელიზების მომზადებაში. ჩვენ, ბოლო რამოდენიმე წელიწადია საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა მსგავსი მასალების მომზადების საქმეში. ჩვენი გუნდი, თქვენს სიახლეს სწორ პოზიციონირებას მისცემს და მას წაკითხვადს გახდის. ჩვენი ბიზნეს მოდელი ერთი მხირვ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია მედიის წარმომადგენლებისათვის. PUBLICITY.GE - ის საშუალებით, ჟურნალისტები მათ ელექტრონულ ფოსტაზე, ინტერნეტ ბმულის საშუალებით რეგულარულად იღებენ თქვენს მიერ გავრცელებულ მედია ანონსებს, პრესრელიზებსა და ვიდეო რელიზებს მულტიმედია ფორმატში. გარდა ჟურნალისტებისა, თქვენს მიერ გავრცელებულ მედია მასალებს, ელექტრონულ ფოსტაზე ასევე იღებს სხვა მომხმარებელი. ხელმომწერთა ბაზა რეგულარულად განახლებადია. მეორე მხრივ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ჩვენი სახით, სანდო და პროაქტიულ პარტნიორს იძენენ მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში, რაც ხელს უწყობს მათი ორგანიზაციების რეპუტაციის მართვას. მესამე მხრივ, ჩვენი სერვისი შეიძლება განხილულ იქნას, როგორც დამატებითი მედია საშუალება, WEB 2 პლათფორმა, რომელიც საკუთარ სივრცეში სამუდამოდ განათავსებს თქვენს მედია ანონსს, პრესრელიზს, ვიდეო რელიზს და თქვენი ორგანიზაციის ნიუსრუმს. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ყველა ინტერნეტ მომხმარებლისთვის. ინტერნეტში თქვენი ინფორმაციის უფრო ფართოდ გავრცელების მიზნით, ჩვენი სოციალური მედია პლათფორმების საშუალებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ თქვენი სიახლის ფართო წრეებში გაზიარებას და ამ მხრივ, თქვენი ონლაინ ცნობადობის ზრდას.
ფაქტების ფურცელი
წლიური ანგარიშები
ბიბლიოთეკა
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
მედია ჩვენზე
სოციალური მედია არხები
ვებგვერდი
მედია კონტაქტები
მაია ჩიტაშვილი
პიარ ექსპერტი
593260906
maiko@publicity.ge