5 მარტი,2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
ნინო დემეტრაშვილი
პროექტის მენეჯერი
555 33 62 99
n.demetrashvili@cida.ge
www.cida.ge
„კანონთან კონფლიქტში მყოფი ახალგაზრდების უფლებები"
6 მარტს, 15:00 საათზე, თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა", მართავს სტუდენტებისა და ბლოგერების კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოებას.
კონკურსები, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ეროვნული უმცირესობების თემებში" ფარგლებში, შედგა და თემა გახლდათ შემდეგი: „კანონთან კონფლიქტში მყოფი ახალგაზრდების უფლებები"
ჟურნალისტებისა და ბლოგერების კონკურსი 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და შემოსული ნამუშევრებიდან სპეციალურმა კომისიამ 3-3 საუკეთესო შეარჩია.
გამარჯვებულებს სერტიფიკატები, ფულადი ჯილდო და სხვა პრიზები გადაეცემათ.
ღონისძიებას დაესწრებიან:
• ქართლოს თეთრაული, პრობაციის ეროვნული სააგენტო, საერთაშორისო, საზოგადოებასთან ურთიერთობის და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველო, მრჩეველი;
• ნიკოლოზ ხარებავა, დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრი, ყოფილ მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის სამმართველოს უფროსი;
• ლადო ჯავახიშვილი, დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრი, განრიდებისა და მედიაციის პროგრამის მიმართულება;
• შოთა ვაშაყმაძე, პრობაციის ეროვნული სააგენტო, სოციალური მუშაკი.