ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ბლოგერების კონკურსი პიარის თემაზე პერიტუსისგან
15/01/2014

ანონსი

15 იანვარი, 2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
58 44 55 66
eldarpr@gmail.com
http://eldari.wordpress.com/

ბლოგერების კონკურსი პიარის თემაზე პერიტუსისგან

სტრატეგიული კომუნიკაციების სააგენტო "პერიტუს გრუპი" აცხადებს ბლოგერების კონკურს თემაზე: „საზოგადოებასთან ურთიერთობის (პიარის) სფერო დღეს"

კონკურსის მიზანია პიარის სფეროს პოპულარიზაცია და პიარის სფეროთი დაინტერესებული ბლოგერების სტიმულირება.

გამარჯვებულ პოსტებს გამოავლენს პიარსპეციალისტებისაგან შემდგარი კომპეტენტური ჟიური, ასევე გამოვლინდება მკითხველების სიმპატია. პირველ მეორე და მესამე ადგილზე გასულ კონკურსანტებს გადაეცემათ ფულადი პრიზები.

საკონკურსო პოსტის გამოგზავნის ბოლო ვადაა 25 იანვარი.

"პერიტუს გრუპი" სტრატეგიული კომუნიკაციების სააგენტოა, რომელიც ინტეგრირებული კომუნიკაციის ბაზარზე ახალი იდეებითა და ხედვით მოვიდა. "პერიტუს გრუპი" მომხმარებლებს ხშირად სთავაზობს ინოვაციურ, საინტერესო პროექტებს, რომლებიც ორგანიზაციების მაღალ რეპუტაციასა და წარმატებას უზრუნველყოფს. სააგენტოს უპირატესობა მომსახურების ონლაინ რეჟიმში მიღების შესაძლებლობა გახლავთ. კომპანიის ვებგვერდის - www.peritus.ge-ს საშუალებით სასურველი სერვისის შერჩევა და შეძენა ოფისიდან გაუსვლელადაც შეიძლება. გარდა ამისა, ვებ-გვერდზე მოქმედებს ექსპერტ-ცენტრი, რომელიც ბიზნესმენებს, მარკეტინგისა და პიარ მენეჯერებს სასარგებლო რჩევებს სთავაზობს.

PERITUS.GE, ქართველ სპეციალისტებთან ერთად, ავტორიტეტულ უცხოელ ექსპერტებსაც აერთიანებს. სპეციალისტები ორგანიზაციებს პიარის, ბრენდინგის, მარკეტინგის, მედიასთან ურთიერთობისა და ღონისძიებების მართვის მიმართულებით სტრატეგიულ გეგმებს უმზადებენ და კონსულტაციებს უწევენ მათ.

 

წაკითხულია: 2258