ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ბრიტანულ-ქართული საღამო
19/07/2008

ანონსი მედიისთვის

დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის 


ბრიტანულ-ქართული საღამო

19 ივლისს, 20:00 საათზე “ბრისტოლ-თბილისის ასოციაციაში” (ქეთევან წამებულის გამზირი #57) გაიმართება ბრიტანულ-ქართული საღამო.

ღონისძიება ეწყობა “ბრისტოლ-თბილისის ასოციაციის” ეგიდით და ეძღვნება ასოციაციის დაფუძნებას საქართველოში. საღამოს მასპინძელია ბრიტანული კომპანია - “ლონდონ ჰაუსი”. “ბრისტოლ-თბილისის ასოციაციის” მიზანია განავითაროს და ხელი შეუწყოს ორი დაძმობილებული ქალაქის ბრისტოლისა და თბილისს შორის სოციალური და კულტურული პროგრამების განვითარებას და ბიზნეს წრეების დაახლოებას. კომპანია “ლონდონ ჰაუსი”, “ბრისტოლ-თბილისის ასოციაციასთან” თანამშრომლობით, საქველმოქმედო საქმიანობითაცაა დაკავებული, მისი წარმომადგენლები, დღის პირველ ნახევარში, დიღმის ბავშვთა სახლს ეწვევიან და მათ საჩუქრებს გადასცემენ.

ბრიტანულ-ქართულ საღამოს დაესწრებიან საქთველოში სპეციალურად ამ დღისათვის ჩამოსული “ბრისტოლ-თბილისის ასოციაციის” წარმომადგენლები, საპატიო სტუმრები ბრიტანეთიდან: კომპანია “ლონდონ ჰაუსი”-ს პრეზიდენტი, ბატონი - დერკ პიკაპი და “ბრისტოლ-თბილისის ასოციაციის” წევრი ქ-ნი ესტერ კელერი, ასევე, ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლები. ღონისძიებაზე დაპატიჯებულ სტუმრებს შორის არიან: საქართველოში მოღვაწე ყველა ბრიტანული კომპანია და ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ბრიტანელი მოქალაქეები. საღამოზე მოხდება ქართული ღვინის დეგუსტაცია, სტუმრებს ელით ფურშეტი.

საკონტაქტო პირი: თამუნა კალანდარიშვილი
“მომენტუმ ჯორჯიას” PR მენეჯერი
მობ: 899 26 37 97
ტელ: 38 83 27/25 15 00
ელ-ფოსტა:
pr@momentum.com.ge 

###

 

წაკითხულია: 6953