ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
გადაარჩინე ფუტკარი შეინარჩუნე პლანეტა
26/05/2015

მედია ანონსი

საკონტაქტო პირი
ეკა ფოცხვერია
მობ: 574 61 77 44

                                   გადაარჩინე ფუტკარი შეინარჩუნე პლანეტა

2015 წლის 27 მაისს 17:00 საათზე ფუტკრის დაცვის საერთაშორისო ფონდის ინიციატივით რიყეზე მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ეკოლოგიური ღონისძიება გაიმართება. ფუტკრის გადარჩენისადმი მიძღვნილი ღონისძიება სხვადასხვა ქვეყნის 250 ქალაქში ერთდროულად გაიმართება. ღონისძიების მონაწილეები და მოხალისეები ფიჭის ფორმის კედელს ააგებენ. ამ მასშტაბურ ღონისძიებას გინესის რეკორდის წიგნში შეიტანენ.

ღონისძიების მიზანია ფუტკრის მნიშვნელობის როლის აღნიშვნა პლანეტის ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნებაში, ასევე თაფლისა და ფუტკრის პროდუქტების გამოყენებით ჯანსაღი ცხოვრების წესის იდეის გავრცელება.

ფუტკრების რაოდენობა ყოველწლიურად 20%-ით მცირდება და ეს საგანგაშო სტატისტიკა დღითიდღე იზრდება. ფუტკარი ეკოლოგიური სისტემის უმნიშვნელოვანესი რგოლია, ის მცენარეების 80%-ის დამტვერავია, ეკოლოგიური სისტემიდან ფუტკრის ამოვარდნა კაცობრიობას კატასტროფის წინაშე დააყენებს.
ღონისძიების ორგანიზატორი კომპანია ტენტორიუმი და ფუტკრის დაცვის მსოფლიო ფონდია (World Save Bee Fund e.V) ფონდის წევრები მსოფლიოში ცნობილი პიროვნებები არიან, ფონდი აფინანსებს სამეცნიერო კვლევებს, რაც ხელს შუწყობს ფუტკრის გადარჩენას.

 

წაკითხულია: 4191