მედია ანონსი
14 მაისი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი
ეკა ფოცხვერია
პიარ მენეჯერი «ტენტორიუმი»
ტელ: 2 37 1719, მობ: 574 61 77 44
ელ.ფოსტა: info@tentorium.ge
ვებ: tentorium.ge
გადავარჩინოთ ფუტკარი - შევინარჩუნოთ პლანეტა
[PUBLICITY.GE] თბილისი, 14 მაისი, 2012 - 2012 წლის 15 მაისს 16 :30 წუთზე - კომპანია ,,ტენტორიუმის" ორგანიზებით გაიმართება სამხატვრო აკადემიის სტუდენტების გამოფენა თემაზე „გადავარჩინოთ ფუტკარი, შევინარჩუნოთ პლანეტა".
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ფერწერული ნამუშევრები, ქანდაკება და ინსტალაცია. გამოფენა „ტენტორიუმის" ოფისში, მელიქიშვილის N 6 გაიმართება, რომელიც 5 დღეს გასტანს. კონკურსის ბოლოს გამოვლინდება საუკეთესო ნამუშევრები, როგორც ფერწერაში ასევე ქანდაკებაში. გამარჯვებულები გამოვლინდებიან ფეისბუქის ლაიქებისა და თავად კონკურსანტების გადაწყვეტილებით.
საუკეთესო ნამუშევრების ავტორებს კომპანია „ტენტორიუმი"საჩუქრებს გადასცემს.
#
კომპანია „ტენტორიუმი" მსოფლიო ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. კომპანია მომხარებელს სთავაზობს ფუტკრის უნიკალური პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანს. ტენტორიუმის ქსელი წარმოდგენილია თვრამეტ ქვეყანაში, ამჟამად კომპანია ქართულ ბაზარზე მხოლოდ ერთი მაღაზიითაა წარმოდგენილი: მელიქიშვილის ქ.6.