გაერო-ს განვითარების პროგრამა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია საუკეთესო გენდერული ბალანსის მქონე ბიზნეს კომპანიებს აჯილდოვებენ
მედია ანონსი
10 მარტი, 2009
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
გაერო-ს განვითარების პროგრამა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია საუკეთესო გენდერული ბალანსის მქონე ბიზნეს კომპანიებს აჯილდოვებენ
თბილისი, 11 მარტი, 2009 წელი, 17:00 საათი - სასტუმრო კომპლექსი "დ
პლაზა" (თბილისი, სტანისლავსკის №5, შესახვევი ა.წერეთლის გამზირი №116 - დან) უმასპინძლებს საუკეთესო გენდერული ბალანსის მქონე ბიზნეს კომპანიების დააჯილდოვების ოფიციალურ ცერემონიალს.
ღონისძიება საქარველოში უკვე მესამე წელია რაც ტარდება, რომლის მიზანია, საუკეთესო გენდერული ბალანსის მქონე ბიზნეს კომპანიების სტიმულირება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გენდერული თანასწორობის საკითხებში. საუკეთესო გენდერული ბალანსის მქონე ბიზნეს კომპანიების გამოსავლენად, 2009 წელს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის განხორციელდა სპეციალური კვლევა, რომლის შედეგადაც გამოვლინდა ნომინაციებში გამარჯვებულები - საუკეთესო გენდერული ბალანსი გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობებზე და საუკეთესო გენდერული ბალანსი დასაქმების მხრივ.
ბიზნეს კომპანიების დაჯილდოვების ცერემონიალს გახსნიან და გამარჯვებულებს დააჯილდოვებენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და პარლამენტის თავმჯდომარესთან არსებული გენდერული საკითხების საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე ქალბატონი რუსუდან კერვალიშვილი და ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ბატონი ელგუჯა მელაძე. კონკურსში გამარჯვებულებს ასევე გადაეცემათ სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ დაწესებული პრიზები და საჩუქრები.
ღონისძიებას გაერო-ს განვითარების პროგრამის საქართველოს ოფისის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ბიზნესმენები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, პარლამენტარები, აღამსრულებელი ხელისუფლებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.
კონკურსი წარმოადგენს - "გენდერი და პოლიტიკა" პროექტის ფარგლებში ორგანიზებულ ღონისძიებას, რომელიც ხორციელდება გაერო-ს განვითარების პროგრამისა და საქართველოს პარლამენტის მიერ, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი, მიზნად ისახავს გენდერული პოლიტიკის განვითარებას, ქალთა შესაძლებლობების ზრდას გადაწყვეტილებების მიმღებ თანამდებობებზე და მათ აქტიურ მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში, ასევე, პოლიტიკურ სტრუქტურებში გენდერულ საკითხებზე დიალოგის წარმართვას და გენდერულ საკითხებზე რეგიონალურ თანამშრომლობას, ინფორმაციის გაზიარებასა და სტრატეგიის ჩამოყალიბებას. 2009 წლის საუკეთესო გენდერული ბალანსის მქონე ბიზნეს კომპანიების გამოვლენის და დაჯილდოვების ცერემოანიალის პარტნიორია ბიზნეს გაერთიანება "საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია".
###
საკონტაქტო ინფორმაცია:
ბერდია ნაცვლიშვილი
პროექტის „გენდერი და პოლიტიკა"
საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტი
მობ: 893 333282
ტელ: 995 32 923662
ელ-ფოსტა: berdia.natsvlishvili@undp.org.ge