საკონტაქტო პირი:
ქეთი გიოშვილი,
გაერო საზოგადოებრივი
ინფორმაციის ოფიცერი,
599532268,
ghioshvili@un.org
გაეროს თანამშრომლობის ახალი გეგმის განხილვა დაიწყო
2014 წლის 9-10 ოქტომბერს თბილისში გაეროს, საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმსჯელებენ გაეროს თანამშრომლობის ახალ გეგმაზე.
გაეროს თანამშრომლობის გეგმა წარმოადგენს სტრატეგიულ დოკუმენტს, რომლის მეშვეობითაც საქართველოში მოღვაწე გაეროს სააგენტოები საქართველოს მთავრობას დაეხმარებიან განვითარების პრიორიტეტების მიღწევაში ხუთი წლის განმავლობაში.
შეხვედრაზე მონაწილეები განიხილავენ პრიორიტეტულ სფეროებს, დასახავენ ამოცანებს, ასევე სტრატეგიებსა და თანამშრომლობის გზებს ამ ამოცანების შესასრულებლად.
შეხვედრის ორგანიზატორია გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში.
მონაწილეებს მიესალმებიან: გაეროს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში - ნილს სკოტი და საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - ირმა ქავთარაძე.