ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
გაეროს კვირეული 2014 საქართველოში
19/10/2014
მედია ანონსი
19 ოქტომბერი, 2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
გაეროს კვირეული 2014 საქართველოში

თბილისი, 2014 წლის 17 ოქტომბერი - საქართველოში ტარდება გაეროს კვირეული 2014. კვირეულის ფარგლებში 15 ოქტომბერს გაიმართა სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება, ასევე წაღვერში გაიხსნა ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა, ხოლო 16 ოქტომბერს ჩატარდა მსოფლიო სურსათის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

კვირეულის სლოგანია: საქართველო და გაერო - მომავალი, რომელიც გვსურს.

გაეროს სააგენტოები მონაწილეობას მიიღებენ კვირეულის ღონისძიებებში, რომელიც გაიმართება 17-24 ოქტომბერს თბილისსა და რეგიონებში. კერძოდ, დაგეგმილია შეხვედრები და დისკუსიები; გამოფენები; საინფორმაციო სესიები და კონფერენციები, და სხვ.

მედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ ღონისძიებებზე დასასწრებად:

20 ოქტომბერი, 18:00 საათი - მთაწმინდის პარკი, რესტორანი მთაწმინდა, თბილისი:
საქართველოში გაეროს მოსახლეობის ფონდის მოღვაწეობის 15 წლის აღსანიშნავი საზეიმო მიღება.

23 ოქტომბერი, 16:00 - სასტუმრო ბეტსი, მაყაშვილის ქ. 32./43, თბილისი: 
ღია კარის დღე: ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება
24 ოქტომბერი, 17:00 საათი - მრგვალი ბაღი, თბილისი: 
გაეროს ღია კარის დღე. ყველა მსურველს საშუალება ექნება, გაეროს გაუგზავნოს მიმართვა. ამ მიზნით მრგვალ ბაღში განთავსდება გზავნილების ყუთი და ღია ტრიბუნა. ასევე დაგეგმილია ახალგაზრდული ღონისძიებები და კონცერტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:
ქეთი გიოშვილი - გაეროს საზოგადოებრივი ინფორმაციის ოფიცერი: 995 32 251126, 599 532268 (მობ.), ghioshvili@un.org

 

წაკითხულია: 2866