ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი პრესკონფერენციას გამართავს
02/08/2013

 
 
პრესრელიზი
 
2აგვისტო, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
 
საკონტაქტო პირი: ვახტანგ ასანიძე,
Tel: +995 555910926
Email: v.asanidze@msy.gov.ge 
 
 
 
გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი ეროვნულ ტურს იწყებს

2013 წლის 2 აგვისტოს, 13 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში (მის: ჩოლოყაშვილის გამზ. 9) გაიმართება გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის თორნიკე ზურაბაშვილის პრესკონფერენცია აგვისტოსა და სექტემბრის განმავლობაში დაგეგმილი ეროვნული ტურის შესახებ. 

ეროვნული ტურის ფარგლებში ახალგაზრობის წარმომადგენელი, ეწვევა ანაკლიას, ზუგდიდს, ბათუმს, ფოთს, ოზურგეთს, ქუთაისს, ახალციხეს, გორს, წეროვანს, რუსთავს, მცხეთას, ახმეტას და თელავს, სადაც ახალგაზრდების პრობლემების, ინტერესებისა და მოსაზრებების სიღრმისეულად გაცნობის მიზნით, შეხვდება ადგილზე მცხოვრებ ახალგაზრდებს, სკოლის მოსწავლეებს, უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ადგილობრივი და საერთაშორისო ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ოქტომბრის განმავლობაში კი, ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაემგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც იგი გაეროს გენერალური ასამბლეის კომიტეტების სხდომებს დაესწრება და საქართველოს ახალგაზრდობის წინაშე მდგარი პრობლემების თაობაზე ისაუბრებს.

გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი ერთი წლის ვადით ირჩევა და სრულად ფინანსდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს  მიერ. პროგრამის პარტნიორია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. 2013-2014 წლის გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტი თორნიკე ზურაბაშვილია. წარმომადგენლის შერჩევის პროცესი წარიმართა სამ ეტაპად (განაცხადი, გასაუბრება, საჯარო გამოსვლა) მაისისა და ივნისის განმავლობაში.

ინიციატივის ფარგლებში მოქმედებს გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის Facebook გვერდი https://www.facebook.com/UNyouthgeorgia  და მასზე ყოველდღიურად თავსდება ახალგაზრდობასთან დაკავშირებული საერთაშორისო და ადგილობრივი სიახლეები, ახალგაზრდული პროგრამები, კონკურსები და ვაკანსიები, წარმომადგენლის შეხვედრების განრიგი და მათი მოკლე აღწერა. აქვე გაქვთ შესაძლებლობა დაუკავშირდეთ ახალგაზრდობის წარმომადგენელს და მოითხოვოთ მასთან შეხვედრა.

###

წაკითხულია: 2354