ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
გამოვლინდნენ გენდერულ თემატიკაზე შექმნილი საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრების ავტორები
18/07/2008

ანონსი მედიისთვის

დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის 


გამოვლინდნენ გენდერულ თემატიკაზე შექმნილი საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრების ავტორები

[PUBLICITY.GE] თბილისი, 2008 წლის 22 ივლისი, 12:00 საათი – რესტორანი “TWO SIDE” (ბამბის რიგის ქ. 7, სიონის ეკლესიის გვერდზე) უმასპინძლებს 2007 წელს გენდერულ თემატიკაზე შექმნილი საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრების ავტორების დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიალს, რომელიც არის 2007 წელს გენდერულ თემაზე მომზადებული ჟურნალისტური ნამუშევრისათვის კონკურსის დასკვნითი ნაწილი.

გამარჯვებულ სამ ჟურნალისტს სიგელებს და სპეციალურ პრიზებს გადასცემს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ქ-ნ რუსუდან კერვალიშვილი, გაეროს განვითარების პროგრამისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლები.

გამარჯვებული ჟურნალისტები გამოავლინა სპეციალურად შექმნილმა ჟიურიმ, რომელმაც დეტალურად განიხილა კონკურსში შემოტანილი ყველა ნამუშევარი, რომლებიც ქართულ მედიაში 2007 წლის განმავლობაში დაიბეჭდა.

დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიალს დაესწრებიან მედია საშუალებების წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ღონისძიება იმართება პროექტის “გენდერი და პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და საქართველოს პარლამენტის მიერ შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (SIDA) და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

_ დასასრული _

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:

ბერდია ნაცვლიშვილს, გაეროს განვითარების პროგრამის
„გენდერი და პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში“ პროექტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტს
893 333282 / 923662 ან
berdia.natsvlishvili@undp.org.ge

წაკითხულია: 6690