ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
განახლებული სამედიცინო ცენტრის გახსნა
06/10/2014
პრესრელიზი

6 ოქტომბერი, 2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
მარიკა ლომთაძე
რუსთავის მეტალურგიული ქარხნის
მარკეტინგის სამსახურის უფროსი
(მობ: 595 99 54 40)

 განახლებული სამედიცინო ცენტრის გახსნა

7 ოქტომბერს, 16:00, იაპონიის ელჩი, რუსთავის ფოლადის დირექტორი და წითელი ჯვრის წარმომადგენლები ერთობლივად გახსნიან რუსთავის მეტალურგიული ქარხნის განახლებულ სამედიცინო ცენტრს.

გასული წლის დეკემბერში, იაპონიის მთავრობის მიერ „ადამიანთა უსაფრთხოების პროექტების" ფარგლებში და წითელი ჯვრის ხელშეწყობით დაიწყო რუსთავის მეტალურგიული ქარხნის სამედიცინო ცენტრის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ამბულატორიის ჩამოყალიბება. დღეს სამედიცინო ცენტრი სრულად არის აღჭურვილი ძვირადღირებული, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურით რაც საშუალებას მისცემს პაციენტებს ჩაიტარონ დიაგნოსტიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები და მიიღონ კვალიფიციური პერსონალის სამედიცინო მომსახურება.

მსოფლიო სამედიცინო სტანდარტების შესაბამისად რუსთავის ფოლადმა სრულად გაარემონტა ქარხნის სამედიცინო ცენტრის 300 მ2 -ზე არსებული სტაციონარული განყოფილება სადაც პაციენტებისთვის მომზადდა დამატებით 6 ახალი პალატა რომელიც 20-მდე პაციენტს მიიღებს. სამედიცინო ცენტრში ამუშავდა ახალი რეანიმაციული განყოფილება რომელიც ასევე საერთაშორისო სამედიცინო სტანდარტების შესაბამისად გარემონტდა და აღიჭურვა. 

ღონისძიებას დაესწრებიან ქ. რუსთავის მერი და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

 

წაკითხულია: 2380