20/09/2010მედია ანონსი
20 სექტემბერი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი
საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტი
თეონა ბაღდავაძე :
897 97 03 53
teonabagdavadze@gmail.com
განსაკუთრებული შესაძლებლობა ახალბედა მუსიკოსებისათვის
[PUBLICITY.GE] თბილისი, 20 სექტემბერი, 2010 - ფესტივალი, რომლის ორგანიზატორები თბილისის მერია და Altervison Group არიან, განსაკუთრებულ შესაძლებლობას აძლევს ახალბედა მუსიკოსებს მონაწილეობა მიიღონ 30 ოქტომბერს, გრანდიოზულ კონცერტში, რომლის საგანგებო სტუმარი ევროპაში ცნობილი შემსრულებელი Tom Novy ( ტომ ნოვი ) იქნება.
ახალბედა მუსიკოსების შერჩევა მოხდება SHOWCASE-ების შედეგად,Tbilisi Altervision/newscomer-ის ორგანიზატორების მიერ.
SHOWCASE (საჩვენებელი მოსმენა) -ში მონაწილეობის მისაღებად მუსიკოსებმა 20 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით , Altervision Group -ის ოფისში , სამი აუდიოჩანაწერი, ფოტო, ვიდეო, ავტობიოგრაფია, : თბილისი, 26 მაისის მოედანი 1. სპორტის სასახლე ( უკანა შესასვლელი) უნდა მოიტანონ.
Tbilisi Altervision/newscomer-ი წელს მეორედ ტარდება , შარშან მასში მონაწილეობა 60-ზე მეტმა ახალბედა ბენდმა მიიღო, ორგანიზატორების მიერ შერჩეული 12 ბენდი კი 2009 წლის 23 ოქტომბერს გამართულ მასშტაბურ კონცერტის ფარგლებში, სპორტის სასახლის სცენაზე გამოვიდა.
თორმეტივე ბენდი, რომელმაც მსმენელის განასკუთრებული მოწონება დაიმსახურა და მთელი წლის განმავლობაში სხვა და სხვა მასშტაბურ ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას, ხოლო მათგან ოთხი საუკეთესი, ხვალინდელ პრეს კონფერენციაზე დასახელდება. მათ მუსიკალურ პრომოუშენზე Altervision Group იზრუნებს.
თბილისის მერიის ორგანიზებით, გაიმართება Tbilisi Altervision/newcomer/ გამარჯვებულების კონცერტი.
„პროექტის, რომელიც ყოველწლიურად იმართება, ძირითადი მიზანი, ახალბედა ბენდების გამოვლენა და მათი პრომოუშენია. განსაკუთრებით მნიშვნელოვნი არის ის ფაქტი, რომ პროექტი არ არის მოკლევადიანი. შარშანდელ 12 ახალბედა ბენდს, რომლებიც სპორტის სასახლის სცენაზე გამოვიდნენ, საკმაოდ დატვირთული წელი ჰქონდათ, ისინი სცენაზე იდგნენ ისეთ მსოფლიო ვარსკვლავებთან როგორებიც არიან : MC Solaar, Youssou N'Dour , Grace, Maia.K , Jane Birkin . ოთხ საუკეთესო ბენდითვის , რომლელთა დასახელება დღეს მოხდება, ჩაიწერება, საერთაშორისო მუსიკალური სტანდარტებით შესრულებული, მათი საუკეთესო კომპოზიციებისაგან შემდგარი კრებული,რომლებიც დაეგზავნება პროდიუსერებს სხვა და სხვა ქვეყანაში, და დაინტერესების შემთხვევაში, ბენდებს შესაძლებლობა ექნებათ თავიანთი საერთაშორისო კარიერის განვითარებაზე იზრუნონ.
Tbilisi Altervisin/newcomer მეშვეობით გვინდა, რომ შეიქმნას საერთაშორისო მუსიკალურ სტანდარებზე ორიენტირებული ქართული ბენდები,რომელთა მუსიკა საინტერესო იქნება სხვა და სხვა ქვეყნის მსმენელისათვის.‘' - ირაკლი ნადარეიშვილი, გენერალური პროდიუსერი.
ღონისძიების პარტნიორი არის სასტუმრო Holliday Inn , საინფორმაციო მხარდამჭერები კი, რუსთავი 2, რადიო ფორტუნა და ჟურნალი ტაბულა .