ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
განცხადებას საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს შესახებ
17/02/2014
ა ნ ო ნ ს ი
17 თებერვლი,2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

განცხადება საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს შესახებ

ხვალ, 18 თებერვალს, 12:00 საათზე, ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო" - ს ოფისში (ჭოველიძის ქ. 10), საქართველოს ეროვნული პლატფორმა გაავრცელებს განცხადებას საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს შესახებ.

საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები მიმართავენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს დაუყონებლივ მკვეთრად და საჯაროდ დააფიქსიროს საკუთარი და სამინისტროს პოზიცია საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებით, გაიზიაროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს სტრატეგიული სექციის რეკომენდაცია, ასევე საზოგადოების მაღალი ინტერესი და მოთხოვნა, ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო წრეების რჩევა, საყდრისი-ყაჩაღიანის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის აღდგენის შესახებ და ხელი შეუწყოს ძეგლზე საერთაშორისო კვლევების გაგრძელებას. 

ეროვნული პლატფორმის წევრები ასევე მიმართავენ საერთაშორისო ორგანიზაციებს და მათ წარმომადგენლობებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, გაითვალისწინონ საყდრისი-ყაჩაღიანის ზოგადსაკაცობრიო ღირებულება და გამომდინარე დღევანდელი საგანგაშო მდგომარეობიდან მოახდინონ მყისიერი რეაგირება ობიექტის გადასარჩენად. 
განცხადებას ხელს აწერს ეროვნული პლატფორმის 63 წევრი და 8 არაწევრი ორგანიზაცია. 

პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოვლენ ლაშა ტუღუში, საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე,მარინე მიზანდარი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გოდერძი ნარიმანაშვილი, არქეოლოგი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, სულხან სალაძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ნინო გუჯარაიძე, ასოციაცია "მწვანე ალტერნატივა".

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ ელ - ფოსტაზე: np@ei-lat.ge ან ტელ: +995 32 293 11 28 / მობ: +995 593 18 58 78; +995 593 10 44 64

წაკითხულია: 2004