მედია ანონსი
5 ნოემბერი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი
დავით გელოვანი
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურ
pr@moe.gov.ge
+995 32 72 72 34
599172580
გარემოს დაცვის მინისტრი გარემოს ეროვნულ სააგენტოს ეწვევა
6 ნოემბერს 17:00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე ეწვევა გარემოს ეროვნულ სააგენტოს (დ. აღმაშენებლის გამზ. 150).
გარემოს ეროვნული სააგენტო (meteo.gov.ge) წარმოადგენს: საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. სააგენტო შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულისგან: გეოლოგიური საშიშროების მართვის დეპარტამენტი, ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტი, გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტი, გარემოსდაცვითი ინფორმაციის სამსახური და ადმინისტრაციული დეპარტამენტი.
შეხვედრის ფარგლებში მინისტრი გაეცნობა სააგენტოს მუშაობას, დაგეგმილ პროექტებს და მიმდინარე აქტივობებს. შეხვედრის ფარგლებში ხათუნა გოგალაძე ასევე წარადგენს ახლად დანიშნულ მოადგილეებს, ქ-ნ ნინო შარაშიძეს და ბ-ნ ირაკლი თექთურმანიძეს.