ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
გარემოს დაცვის მინისტრის ვიზიტი აჭარაში
31/01/2013

ანონსი

31 იანვარი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
E-mail:
pr@moe.gov.ge
Tel
.: +995 32 72 72 34
577293979
ინგა ნიკაგოსიანი

გარემოს დაცვის მინისტრის ვიზიტი აჭარაში

1-2 თებერვალს გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე აჭარას ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ბათუმის ნაგავსაყრელის, მდინარე მაჭახელაზე მშენებარე ჰესის და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების მონახულება. გარემოს დაცვის მინისტრი შეხვდება აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, არჩილ ხაბაძეს და აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსს, ვახტანგ წულაძეს, აგრეთვე რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

2 თებერვალს ხათუნა გოგალაძე მონაწილეობას მიიღებს ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ რიგ ღონისძიებებში ბათუმსა და ქობულეთში.

წაკითხულია: 1803