ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
გარემოს დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ტყიბულის მუნიციპალიტეტს ეწვევა
26/11/2012

ანონსი

22 ნოემბერი, 2012
 დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
E-mail:
pr@moe.gov.ge
Tel
.: +995 32 72 72 34
577293979
ინგა ნიკაგოსიანი

 გარემოს დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ტყიბულის მუნიციპალიტეტს ეწვევა

27 ნოემბერს გარემოს დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო შარაშიძე ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და  საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ეწვევა ტყიბულის მუნიციპალიტეტს.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია ტყიბულის ტყის მასივის ამჟამინდელი მდგომარეობისა და სხვა ადგილობრივი გარემოსდაცვითი  პრობლემების შესწავლა.  გაიმართება შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან,  თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და ტყიბულის მაჟორიტარ დეპუტატთან - ელისო ჩაფიძესთან.

შეხვედრის ფარგლებში აგრეთვე დაგეგმილია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის გასვლითი სესია.

წაკითხულია: 1851