მედია ანონსი
25 თებერვალი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
E-mail: pr@moe.gov.ge
Tel.: +995 32 72 72 34
577293979
ინგა ნიკაგოსიანი
გარემოს დაცვის მინისტრის ბრიფინგი
ხვალ, 26 თებერვალს, 10:30 საათზე (გარემოს დაცვის სამინისტროში, მის: გ.გულუას #6) გაიმართება გარემოს დაცვის მინისტრის ბრიფინგი.
ბრიფინგის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განხილვაში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვის შესახებ.
ბრიფინგში მონაწილეობას მიიღებენ აგრეთვე გარემოს დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო შარაშიძე და ნიდერლანდების სამეფოს გარემოზე ზემოქმედების კომისიის (NCEA - Netherlands Commission on Environmental Assessment) დირექტორი არენდ კოლჰოფი.