![]() |
|
![]() |
მედია ანონსი
23 მარტი, 2013 |
გარემოსდაცვითი აქცია „დარგე შენი მომავალი"
გარემოს დაცვის სამინისტრო იწყებს გარემოსდაცვით აქციას "დარგე შენი მომავალი".
24 მარტს გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე და მინისტრის პირველი მოადგილე ნინო შარაშიძე ეწვევიან თელავის მუნიციპალიტეტს, სადაც გაიმართება გამწვანების აქცია.
აქციის ფარგლებში ნერგები ათი დღის განმავლობაში დაირგვება კატასტროფისგან დაზარალებული რაიონების, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თელავის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლის, სკოლებისა და სხვა დაწესებულებების ტერიტორიაზე.
ღონისძიების მიზანია ბიომრავალფეროვნების მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ახალგაზრდა თაობებისათვის ხის დარგვის, მოვლისა და მისი აუცილებლობის სწავლება, გარემოსდაცვითი საკითხების პოპულარიზაცია და საზოგადოების პრაქტიკულ ღონისძიებებში ჩართვა.
24 მარტს გამწვანების აქცია თელავის უნივერსიტეტში გაიმართება 10:30 საათზე,თელავის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლში - 12:30 საათზე.
აგრეთვე 14:00 საათზე, თელავში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდება ხათუნა გოგალაძის შეხვედრა რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
აქცია „დარგე შენი მომავალი" ორგანიზებულია გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ და ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.