ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
გენდერული ეკონომიკა – სოციალური სამართლიანობისა და თანაბარი შესაძლებლობების საფუძველი
27/03/2008

  

ანონსი მედიისთვის

დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის 

გენდერული ეკონომიკა  –  სოციალური სამართლიანობისა და თანაბარი შესაძლებლობების საფუძველი

თბილისი, 1 აპრილი, 2008 წელი, 10:00 საათი – სასტუმრო თბილისი მარიოტის წვეულებათა დარბაზი (რუსთაველის გამზირი № 13) უმასპინძლებს რეგიონულ კონფერენციას "გენდერული ეკონომიკა - სოციალური სამართლიანობისა და თანაბარი შესაძლებლობების საფუძველი”. კონფერენცია იმუშავებს დღის განმავლობაში და დასრულდება 5 საათზე.

კონფერენციის მიზანია ქვეყანაში სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებისათვის ეკონომიკაში გენდერული ასპექტების ინტეგრირების გამოცდილების გაზიარება და მრავალი ქვეყნის პრაქტიკის განზოგადება, ინიციატივებისა და წინადადებების მხარდაჭერა რეგიონულ და ეროვნულ დონეებზე. კონფერენციაზე განხილული იქნება ეკონომიკურ პოლიტიკაში გენდერული ასპექტების ინტეგრირების მნიშვნელობა.

კონფერენციას მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ბატონი ალექსანდრე კვიტაშვილი; საქართველოს პარლამენტის ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ბატონი გიგი წერეთელი; ევროპის ეკონომიკური კომისიის უფროსი ოფიცერი სოციალური საკითხებში ევა რუმინკსა ზიმნი და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანთა უფლებების დაცვის გენდერული ბიუროს უფროსი თინა ილსენი.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ გენდერისა და ეკონომიკის საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, საპარლამენტო და სამთავრობო სტრუქტურების, ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების, სამეცნიერო წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ასევე, მონაწილეობას მიიღებენ ექსპერტები ირლანდიიან, იტალიიდან, გერმანიიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და უზბეკეთიდან.

კონფერენცია ორგანიზებულია გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის - "გენდერი და პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში”, გაეროს ევროპის ეკონომიკურ კომისიასთან და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებთან თანამშრომლობით.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:

ბერდია ნაცვლიშვილს, პროექტის „გენდერი და პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში"
საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტს. 893 333282 (მობილური),
995 32 923662 (ოფისი), ან  berdia.natsvlishvili@undp.org.ge

###

წაკითხულია: 7318