ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
გენდერული თანასწორობის კვირეული 2015
02/03/2015

 

მედია ანონსი
 
2 მარტი, 2015
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში
ქათევან გიოშვილი
ketevan.ghioshvili@unic.org
(599) 532268

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)
სოფო ჭიჭინაძე sophie.tchitchinadze@undp.org,
(599) 196907

გენდერული თანასწორობის კვირეული 2015

2015 წლის 2-16 მარტს საქართველოში უკვე მერვედ ჩატარდება გენდერული თანასწორობის კვირეული. კვირეულის ინიციატორია გაეროს წარმომადგენლობა საქართველოს მთავრობასთან, პარლამენტთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და ბიზნესთან თანამშრომლობით. 

წლევანდელი კვირეული ეხმიანება გაეროს საერთაშორისო კამპანიას „ძლიერი ქალი - ძლიერი საზოგადოება" (Empowering Women - Empowering Humanity: Picture It!). კვირეულის ღონისძიებები გაიმართება თბილისსა და საქართველოს რეგიონებში. 

კვირეულის დაწყების წინ გაეროს წარმომადგენლობამ გაავრცელა საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის - ნილს სკოტის მიმართვა, სადაც მან მოიწვია ყველა დაინტერესებული პირი გენდერული თანასწორობის კვირეულში მონაწილეობის მისაღებად. 

„გენდერული თანასწორობის მიღწევა ნიშნავს ისეთ მსოფლიოში ცხოვრებას, სადაც ქალებსა და მამაკაცებს თანაბრად შეუძლიათ მათი უფლებებისა და არჩევანის განხორციელება, იქნება ეს პოლიტიკური მოღვაწეობა, განათლება, შემოსავლების მიღება, თუ ძალადობისა და დისკრიმინაციისაგან თავისუფალ საზოგადოებაში ცხოვრება", თქვა ნილსმა სკოტმა. 

გენდერული კვირეულის ორგანიზატორები არიან გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში და გაეროს სააგენტოები - გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) და გაეროს ქალთა ფონდი (UN Women). კვირეული გაიმართება გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით. 

 

წაკითხულია: 3105