04/03/2009
4 მარტი, 2009
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
გენდერული ბალანსის მქონე საუკეთესო ბიზნეს კომპანიების გამოვლენა და დაჯილდოება. ღონისძიებას ოფიციალურად გახსნიან და გამარჯვებულ კომპანიებს საპატიო პრიზებითა და სიგელებით დააჯილდოებენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პარლამენტის თავმჯდომარესთთან არსებული გენდერული საკითხების საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე, ქ-ნი რუსუდან კერვალიშვილი და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ბ-ნ ელგუჯა მელაძე. მისამართი: თბილისი, სასტუმრო - საკონფერენციო კომპლექსი "დ პლაზა", სტანისლავსკის ქ.5 (შესახვევი წერეთლის გამზირიდან).
გენდერულ კვირეულში მონაწილოებას მიიღებენ პარლამენტის თავმჯდომარესთან არსებული გენდერული თანასწორობის საკონსულტაციო საბჭოს წევრები, გაეროს განვითარების პროგრამის და გაეროს სააგენტოების, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამთავრობო სტრუქტურების და მედიის წარმომადგენლები.
რიგით მეოთხე გენდერული კვირეულის ორგანიზატორები არიან გაეროს განვითარების პროგრამის პროექტი "გენდერი და პოლიტიკა" და გაეროს მოსახლეობის ფონდის პროექტი "დავძლიოთ გენდერული ძალადობა ამიერკავკასიაში". კვირეულის ღონისძიებების მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან არსებული გენდერული საკითხების საკონსულტაციო საბჭო, გორის გენდერული თანასწორობის რესურს ცენტრი, ჯი-ეს-აის კვლევისა და სწავლების ინსტიტუტის "ქალთა ჯანმრთელობის პროგრამა საქართველოში" და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ბერდია ნაცვლიშვილი
პროექტის „გენდერი და პოლიტიკა"
საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტი
მობ: 893 333282
ტელ: 995 32 923662
ელ-ფოსტა: berdia.natsvlishvili@undp.org.ge