05/03/2008ანონსი მედიისთვის
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
გენდერული კვირეული 2008
თბილისი. 5 მარტი 2008 - 2008 წლის 7 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით საქართველოში უკვე მესამედ აღინიშნება გენდერული კვირეული.
კვირეულის ფარგლებში შემდეგი ღონისძიებები გაიმართება:
გენდერულ კვირეულში მონაწილოებას მიიღებენ გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები, პარლამენტის თავმჯდომარესთან არსებული გენდერული თანასწორობის საკონსულტაციო საბჭოს წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამთავრობო სტრუქტურებისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების თანამშრომლობი და მედიის წარმომადგენლები.
გენდერული კვირეული ორგანიზატორია პროექტი "გენდერი და პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში", რომელიც ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა და საქართველოს პარლამენტის მიერ, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი, მიზნად ისახავს გენდერული პოლიტიკის განვითარებას, ქალთა შესაძლებლობების ზრდას გადაწყვეტილებების მიმღებ თანამდებობებზე და მათ აქტიურ მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში, ასევე, პოლიტიკურ სტრუქტურებში გენდერულ საკითხებზე დიალოგის წარმართვას და გენდერულ საკითხებზე რეგიონულ თანამშრომლობას, ინფორმაციის გაზიარებასა და სტრატეგიის ჩამოყალიბებას.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:
ბერდია ნაცვლიშვილს, პროექტის „გენდერი და პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში"
საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტს. 893 333282 (მობილური),
995 32 923662 (ოფისი), ან berdia.natsvlishvili@undp.org.ge