ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
გენდერული საკითხები და მათი ინფორმაციული უზრუნველყოფა
25/10/2007
 



  

 

დაუყოვნებლივი  გავრცელებისათვის 

 

გენდერული საკითხები და მათი ინფორმაციული უზრუნველყოფა

2007 წლის 26 ოქტომბერს, 16 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" (II სართული, სხდომათა დარბაზი - "Board Room A")   გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის "გენდერი და პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში" ინიციატივით გაიმართება დისკუსია - "გენდერული საკითხები და მისი ინფორმაციული უზრუნველყოფის პრობლემები".

საზოგადოებაში ქალსა და კაცს არ აქვს ერთნაირი როლი და მათ არ აქვთ თანაბარი ხელმისაწვდომობა განათლებისადმი, კარიერისადმი და სხვადასხვა ფინანსური და ეკონომიკური რესურსებისადმი. ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლება არ არის თანაბრად განაწილებული, რაც წარმოშობს გენდერულ განსხვავებას საზოგადოებაში წარმოებული სიკეთის მოხმარებაში. დღეს ამ ფაქტს განსაკუთრებული ყურადღება მიექცა და მოითხოვა სოციალური თანასწორობის ხელშესაწყობად პოლიტიკაში ქალის როლის ამაღლება და ეკონომიკასა და სოციალურ ცხოვრებაში კი მისი საქმანობის შესწავლა, გამოვლენა და შეფასება.

2006 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული "საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის" თანახმად, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროში ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობა და გენდერულ თანასწორობაზე ორიენტირებულ პროგრამებმა უნდა უზრუნველყონ თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა სახის რესურსზე. ამ მიზნების განხორციელების მონიტორინგი და შეფასება შეუძლებელია ადექვატური სტატისტიკური ბაზის განვითარების გარეშე.  

გენდერული სტატისტიკა პასუხობს, არსებობს თუ არა გენდერული თანასწორობა საზოგადოებაში, როგორ გავზომოთ იგი, რა მაჩვენებლები გვჭირდება ამისათვის და სხვ. ამ მიზნით გამოიყენება ინდიკატორები, რომლებიც საშუალებას იძლევა ჩავატაროთ მონიტორინგი და განვსაზღვროთ განვითარების პრიორიტეტები გაეროს ათასწლეულის განვითარების მიზნების შესაბამისად.

გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის განხოციელება მოითხოვს გენდერულად დისაგრეგირებული მონაცემების და გენდერული თანასწორობის ინდიკატორების შემუშავებას და მისი განხორციელების მექანიზმის დანერგვას. ეს მაჩვენებლები კი უნდა იძლეოდეს სიგნალს იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაშია გენდერული თანასწორობა, როგორც საერთაშორისო, ასევე ქვეყნის, რეგიონისა და თემების დონეზე. მან უნდა გამოხატოს ის, თუ რამდენად გაუარესდა ან გაუმჯობესდა მდგომარეობა, რამდენად ხორციელდება გენდერული პოლიტიკა ქვეყანაში.

დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ გაეროს ექსპერტები, საქართველოს ეკონომიკის განვითარების სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტის, პარლამენტის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

###

პროექტი „გენდერი და პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში" ფინანსდება შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოს მთავრობის მიერ, რომელიც მიზნად ისახავს გენდერული პოლიტიკის განვითარებასა და მისი განხორციელების ხელშეწყობას, ქალისა და მამაკაცის თანაბარი მოანაწილეობის მხარდაჭერას გადაწყვეტილების მიღების დონეებზე; ქალების აქტიურ ჩართვას პოლიტიკურ პროცესებში; ასევე, გენდერულ საკითხებზე სამხრეთ კავკასიის რეგიონის ფარგლებში თანამშრომლობას, ინფორმაციის გაზიარებასა და სტრატეგიის ჩამოყალიბებას.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:
საკონტაქტო პირი: მიხეილ თოქმაზიშვილი
მობილური: 877 437882

წაკითხულია: 10452