07/05/2010
7 მაისი
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
11 და 12 მაისს 19.45 საათზე შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფიის საღამო, რომელიც ქორეოგრაფის დაბადებიდან 70 წლისთავს ეძღვნება. საიუბილეო საღამოსთვის შერჩეულია სხვადასხვა დროს დადგმული, სხვადასხვა სტილისა და ჟანრის ბალეტები და საბალეტო მინიატურები.
გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფია აღდგენილია მარინა და მარიამ ალექსიძეების მიერ,ხოლო მხატვრობა ეკუთვნით გურამ მელივას, თეიმურაზ მურვანიძეს, მიხეილ მახარაძეს, ნინო ოჩიაურს.
საღამოს შემსრულებელთა შორის არიან ის ადამიანები,რომლებსაც უშუალოდ უმუშავიათ გიორგი ალექსიძესთან, ან ქორეოგრაფიულ სასწავლებელში სწავლის პერიოდში უწევდათ მასთან ურთიერთობა.
11 და 12 მაისს დაგეგმილ საღამოში მონაწილეობას მიიღებან ასევე დამწყები ახალგაზრდა მოცეკვავეები ნინო გოგუა, ვასილ ახმეტელი, ლალი კანდელაკი, დავით ანანიაშვილი, ანა მურადელი, ოთარ ხელაშვილი, ნინო ოჩიაური, მარიამ ალექსიძე, ცისია ჩოლოყაშვილი, თეონა ახობაძე, ლანა მღებრიშვილი, ნინო მახაშვილი, ანა გორგიაშვილი, ანა ალბუთაშვილი, ინა აზმაიფარაშვილი, ეკატერინე ლომინაძე, დიმიტრი ჯალაღანია და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი ნინო ანანიაშვილის ხელმღვანელობით.
საკონტაქტო პირი
თამარ მოდებაძე
პრეს-სამსახურის ხლმძღვანელი
+995 (77) 14 00 08
tamarmodebadze@yahoo.com
www.opera.ge