ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
გორის ღვინის ფესტივალი: ექსკლუზიური ღვინოები საქართველოს სოფლებიდან
10/09/2014
მედია ანონსი

10 სექტემბერი, 2014
დაუყოვნებლივი გავრცელებისთვის

საკონტაქტო პირი:
ლიკა გეგელაშვილი
598 71 27 87

გორის ღვინის ფესტივალი: 
ექსკლუზიური ღვინოები საქართველოს სოფლებიდან

 

კვირას, 14 სექტემბერს, 14:00 საათზე, ქალაქ გორში, თეატრის მიმდებარე სკვერშიგაიმართებაგორის ღვინისფესტივალი.

გორის ღვინის ფესტივალი ტრადიციულ ღონისძიებად ყალიბდება, რომელზეც მთელი საქართველოდან მოწვეული მეღვინეებისაკუთარმარნებშიტრადიციულიმეთოდითდაყენებულღვინოებსწარმოადგენენ.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება არამარტო ქართლის, არამედ იმერეთის, რაჭის, ლეჩხუმის, მესხეთის და კახეთის ღვინოები, მოეწყობა სხვადასხვა სოფლის პროდუქტების დახელნაკეთი ნივთების გაყიდვა. ასევე გაიმართებაკონცერტი, რომელშიცმონაწილეობასმიიღებს ჯაზ ბენდი კანუდოსი.

გორისღვინისფესტივალიმიზნადისახავსარაინდუსტრიული, ნამდვილი ქართული ღვინის ნიშნის განვითარებას საქართველოს ბაზარზე, მცირემწარმოებელთახელშეწყობას, ქართული ღვინისპოპულარიზაციას, საოჯახომარნებისკულტურისგანვითარებასადაენდემურივაზისჯიშებისმოძიება-შენარჩუნებას.

ფესტივალზე დასასწრებად მოწვეულნი არიანრესტორნებისა და სასტუმროების მენეჯერები, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები;

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:
საქართველოს ტრადიციული მეღვინეობის გაერთიანება აერთიანებს: ქართლის, კახეთის, იმერეთის, რაჭისა და ლეჩხუმის, სამცხე ჯავახეთისა და სამეგრელოს მეღვინეობის ასოციაციებს. 
ორგანიზაციასაქართველოს მასშტაბით ეწევა უწყვეტ საგანმანათლებლო საქმიანობას, ეხმარება მეღვინეებს რჩევებით, აუცილებელი ხელსაწყოებით, მარკეტინგით, ბრენდინგით, ბიზნეს უნარების ამაღლებითა და სათანადო ლიტერატურით. ორგანიზაციის წევრთა რაოდენობა 700 მეღვინეს აჭარბებს.
გორის ღვინის ფესტივალი ტრადიციული ღონისძიებაა და ყოველი წლის სექტემბერში ტარდება. 

 

წაკითხულია: 2537