ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
გორში იურიდიული დახმარების სამსახურის განახლებული ოფისი გაიხსნება
07/05/2010
მედია ანონსი
 
7 მაისი, 2010
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის

 
გორში იურიდიული დახმარების სამსახურის განახლებული ოფისი გაიხსნება

8 მაისს, 12 საათზე, გორში (სამეფოს ქ. №54) იურიდიული დახმარების სამსახურის შიდა ქართლის ბიუროს განახლებული ოფისი გაიხსნება. ღონისძიებას დაესწრებიან სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი - ქალბატონი ხათუნა კალმახელიძე, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი - ბატონი ირაკლი კობიძე, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ევროპისა და დსთ-ს ბიუროს ხელმძღვანელი - ქალბატონი კორი უდოვიჩკი და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში - ბატონი ჯეიმი მაკგოლდრიკი.

იურიდიული დახმარების სამსახურის შიდა ქართლის ბიურო 2007 წლის ნოემბრიდან ფუნქციონირებს. ბიუროში დასაქმებული 5 საზოგადოებრივი ადვოკატი, კონსულტანტი და სპეციალისტი კასპის, გორის, ქარელისა და ხაშურის რაიონების მოსახლეობას უფასო იურიდიულ დახმარებას უწევენ. მოქალაქეებს საშუალება აქვთ ისარგებლონ ყველა სახის სამართლებრივი  კონსულტაციით, იურიდიული დოკუმენტების შედგენისა და სისხლის სამართლის საქმეებზე საადვოკატო მომსახურებით.  

იურიდიული დახმარების სამსახურის შიდა ქართლის ბიუროს ახალ ოფისში სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით განხორციელდა. ქვეყნის მასშტაბით იურიდიული დახმარების სამსახურის 11 ბიურო და 2 საკონსულტაციო ცენტრი ფუნქციონირებს.
 
###
 
საკონტაქტო პირი: იურიდიული დახმარების სამსახურისPR-მენეჯერი –
გიორგი სელიმაშვილი: 8(32) 92-00-55; 8(99) 42-77-37; gselimashvili@legalaid.ge; www.legalaid.ge
 

წაკითხულია: 3059