11/08/2008ანონსი მედიისთვის
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
გრძელდება დახმარება დევნილებისათვის
თბილისი, 11 აგვისტო, 2008 წელი - მოძრაობის თეატრის ორგანიზებით, საკუთარ ოფისში მიმდინარეობს ნებაყოფლობითი დახმარება გორისა და ცხინვალის რაიონებიდან დევნილებისათვის. დახმარება წარმოებს დ.აღმაშენებლის გამზ. № 164 - ში (ძველი კინოსტუდიის ტერიტორია).
ყველა მოქალაქეს, საინიციატივო ჯგუფსა და ორგანიზაციებს, შეუძლიათ თავისი წვლილი შეიტანონ პირველადი დახმარების აღმოჩენის საკითხებში. პრიორიტეტულია დახმარება შემდეგი მოხმარების საგნებში:
1. ყველა ზომის ბავშვის, ქალისა და მამაკაცის ჩასაცმელი
2. თეთრეული (პირსახოცები, პლედები, საბნები, ლეიბები...)
3. ჰიგიენისა და პირველადი მოხმარების საგნები (საპონი, კბილის პასტა, კბილის ჯაგრისი, ხელსახოცები, ტუალეტის ქაღალდი, ასანთი...)
4. პროდუქტი (შაქარი, ჩაი, მაკარონი, ბრინჯი, წიწიბურა, ბურღულეული, კონსერვები, ძეხვეული...)
5. თოთო ბავშვებისთვის განკუთვნილი ნებისმიერი ტიპის პროდუქტი და ჰიგიენური საშუალებები
საკონტაქტო პირი: ქეთი ბეჟაშვილი
ტელ: 899 568757
მოძრაობის თეატრი
###