29 იანვარი, 2014
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
თამთა თამაზაშვილი
tourism@gnta.ge
599452233
გუდაური ექსტრემალებისთვის
4 თებერვალს გუდაურში, საბაგირო „სნოუ პარკისა" და საბაგირო „ გუდაურას" მიმდებარე ტერიტორიაზე ექსტრემალური სპორტის სახეობებში შეჯიბრი გაიმართება.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მონაწილეებს სოციალური ქსელის საშუალებით შეარჩევს და მათ ტრანსპორტირებას და კვებას უზრუნველყოფს.
შეჯიბრი სამ ეტაპად „ჯიბინგში", "ბიგ ეირში" და „სლოუპ სტაილში" გაიმართება, მასში თავისუფალი სტილისა და მოყვარული როგორც სნოუბორდისტები ასევე მოთხილამურეები შეძლებენ მონაწილეობას.
ყოველი შეჯიბრის მონაწილეს შეაფასებს კომპეტენტიური ჟიური და გამოავლენს 1,2,3 ადგილის მფლობელებს გოგონებსა და ვაჟებს შორის.
ღონისძიების დასასრულს სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ იხილონ „პარკური"-ს წარმოდგენა და დაესწრონ „ხიჟინა"-ს ტერიტორიაზე გამარჯვებული მონაწილეების დაჯილდოვებას. პირველ ადგილზე გასულ მონაწილეებს გადაეცემათ სპეციალური პრიზები - საბაგიროს სეზონური აბონიმენტი. ყველა გამარჯვებულს (პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულს) სიგელები და მედლები გადაეცემათ.
ღონისძიება მიმდინარე სეზონის პოპულარიზაციის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინციატივითა და ორგანიზებით ხორციელდება.