ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
გუდვილი 2011 წლიდან ინტერნეტ მაღიაზიას გახსნის
14/12/2010


მედია ანონსი

14 დეკემბერი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის


საკონტაქტო პირი:
თეა გოცაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობების მენეჯერი
ტელ: (+995 32) 24 36 73
მობ: (+995 77) 47 77 61  

გუდვილი 2011 წლიდან ინტერნეტ მაღიაზიას გახსნის

[PUBLICITY.GE] თბილისი,  14 დეკემბერი, 2010 წელი  - კომპანია გუდვილი ახალი 2011 წლიდან მომხმარებლებს ინტერნეტ მაღაზიას შესთავაზებს.

პროექტის სახელწოდებაა „Goodwill Delivery", მისით სარგებლობა კი მთელი საქართველოს მაშტაბით იქნება შესაძლებელი.

ახალი პროექტი ერთობლივად ხორციელდება, გუდვილმა და გადამზიდავმა კომპანია DHL City Express-მა პარტნიორობის მემორანდუმს დღეს მოაწერეს ხელი.

მომხმარებლებს საშუალება ექნებათ გუდვილში არსებული პროდუქტები, გუდვილის ელექტრონული მაღაზიით, სახლიდან გაუსვლელად ინტერნეტით გამოიწერონ, მათ უსაფრთხო და ოპერატიულ გადაზიდვას კი ამ სფეროში ლიდერი კომპანია, მსოფლიო ბრენდი - DHL City Express-ი უზრუნველყოფს.

დღეს ახალი პროექტის „Goodwill Delivery - ის განხორციელებისთვის გუდვილმა და DHL City Express-მა ხელშეკრულება გააფორმეს. ახალი წლიდან  მომხმარებლებს შეეძლებათ ინტერნეტრ მაღაზიით სარგებლობა საქართველოს მაშტაბით.

წაკითხულია: 2990