მედია ანონსი
15 დეკემბერი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
თეა გოცაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობების მენეჯერი
ტელ: (+995 32) 24 36 73
მობ: (+995 77) 47 77 61
გუდვილი Mobi Pay-სთან ერთად ანგარიშსწორების ახალ სისტემას ნერგავს
[PUBLICITY.GE] თბილისი, 15 დეკემბერი, 2010 წელი - ხვალ, 16 დეკემბერს 11:00სთ-ზე გუდვილი და Moby Pay ჰიპერმარკეტ გუდვილში პრესკონფერენციას გამართავენ.
2011 წლიდან გუდვილის ქსელსა და ინტერნეტ-სუპერმარკეტში მომხმარებლებს საშუალება ექნებათ გადახდის ახალი მეთოდით, Mobi Pay-ით ისარგებლონ.
გუდვილი თავის მომხმარებლებს 2011 წლიდან ინტერნეტ მაღაზიას შესთავაზებს, მომხმარებელი საქონლის შეძენას კიდევ უფრო მარტივად, სახლიდან გაუსვლელად შეძლებს. ადგილზე მიტანის მომსახურებას DHL City Express-ი სრულიად საქართველოში უზრუნველყოფს.
Mobi Pay წარმოადგენს გადახდის ახალ მეთოდს, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელი მობილურის მეშვეობით ახდენს ანგარიშსწორებას.
„დღესდღეობით გუდვილი ლიდერია მომხმარებელთა კმაყოფილებაზე ზრუნვასა და მომსახურების სფეროში", ამბობს გუდვილის გენერალური დირექტორი ბ-ნ ნუგზარ მაღულარია," Mobi Pay საშუალებას მისცემს ჩვენს მომხმარებლებს კომფორტულად, სწრაფად და მოსახერხებლად გააკეთონ შესყიდვები."
მომხმარებლებს Mobi Pay-ის გამოყენება შეუძლიათ:
Mobi Pay-ის უპირატესობა მოხერხებულობა და სისწრაფეა, გარდა ამისა მომხმარებლებს საშუალება ექნებათ მიიღონ შეღავათები და სპეციალური შეთავაზებები.
"Mobi Pay"- ის გადახდის სისტემით სარგებლობა პირველ ეტაპზე მხოლოდ "ჯეოსელის" აბონენტებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.