ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
გუდვილი გამწვანების აქციას აწყობს
19/11/2010


მედია ანონსი

19 ნოემბერი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:

თეა გოცაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობების მენეჯერი
ტელ: (+995 32) 24 36 73
მობ: (+995 77) 47 77 61

გუდვილი გამწვანების აქციას აწყობს

[PUBLICITY.GE] თბილისი,  19 ნოემბერი, 2010 წელი - კომპანია გუდვილი ხვალ 20 ნოემბერს 10:00სთ-ზე გამწვანების აქციას აწყობს. ჰიპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე გუდვილის თანამშრომლები 100მდე  აკაციისა და იფნის ნერგებს დარგავენ. აქცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით და ქ.თბილისის მერიის ინიციატივით დაწყებული პროგრამის - „დარგე ხე, გაამწვანე თბილისი“ - ფარგლებში გაიმართება. პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ადამიანმა წელიწადში 12 ნერგი უნდა დარგოს.

აქციაში მონაწილეობას გუდვილის პარტნიორი კომპანიებიც მიიღებენ. ასევე გამწვანების აქციას დაესწრება ქალაქის გამწვანებისა და ეკოლოგიის სამსახურის უფროსი ბ-ნ გიორგი ქორქაშვილი.

კომპანია გუდვილის თანამშრომლები თბილისის გამწვანების აქციაში მონაწილეობას მომავალშიც გეგმავენ.

წაკითხულია: 2901