28/10/2009

მედია ანონსი
28 ოქტომბერი, 2009
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
გუდვილი ქართული კვების პროდუქტების გამოფენა-დეგუსტაციას მოაწყობს
30-31
ოქტომბერს, ჰიპერმარკეტ „გუდვილში" (მის: ჰიპერმარკეტი
„გუდვილი," ფარნავაზ მეფის გამზირი #1, დიდი დიღომი) ქართული კვების პროდუქტების გამოფენა-დეგუსტაცია
გაიმართება. აქციის ფარგლებში, ნებისმიერ მსურველს შეეძლება დააგემოვნოს
საქართველოში წარმოებული პროდუქტი და სურვილის შემთხვევაში, ადგილზევე შეიძინოს.
აქციის მიზანი ქართული წარმოების განვითარებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობაა. კომპანია "გუდვილი" მომხმარებელს შესთავაზებს იმ ადგილობრივი წარმოების კვების პროდუქტებს, რომელიც ჰიპერმარკეტშივე იყიდება. 2 დღიანი აქცია გააერთიანებს როგორც ღვინისა და სურსათის მწარმოებელ კომპანიებს, ასევე ქართულ ბიო პროდუქტის მეურნეობათა ასოციაციებს და ფერმერებს.
„გუდვილისა" და ეკო-ფუდის ორგანიზებით, 2 დღის განმავლობაში ჰიპერმარკეტში მისულ მომხარებელს საშუალება ექნება დააგემოვნოს ქართული მრავალფეროვანი პროდუქტი, შეაფასოს მათი ხარისხი და დაინტერესების შემთხვევაში, ადგილზევე შეიძინოს.
„ვფიქრობ, მსგავსი აქციები ძალიან მისასალმებელია, რადგან ისე არავის შეუძლია ქართული ხარისხის წარმოჩენა, შეფასება და ბაზარზე წინ წაწევა, როგორც ჩვენ, ამ პროდუქციის რეალიზატორ კომპანიას. ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ ქართული პროდუქტის პრეზენტაბელურად წარმოდგენას, ვაჩვენებთ მომხარებელს რომ ქართული ხარისხი არაფრით ჩამოუვარდება ევროპაში წარმოებული პროდუქციის ხარისხს და ვიმედოვნებ, რომ პერმანენტულად მსგავსი აქციების ჩატარებით, ჩვენ მცირე წვლილსაც შევიტანთ ადგილობრივი წარმოების განვითარებაში."- განაცხადა „გუდვილის" გენერალურმა დირექტორმა ბატონმა ნუგზარ მაღულარიამ.
###
საკონტაქტო ინფორმაცია:
ნატო დარჩიაშვილი
შპს “გუდვილი”
საზოგადოებასთან ურთიერთობისა და
რეკლამის მენეჯერი
მის: ფარნავაზ მეფის გამზირი #1
ტელ: 899 51 01 44