ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
გუდვილის, ჯიმარტის და ჯიპიაი ჰოლდინგის ერთობლივი საახალწო აქცია!
10/12/2010

მედია ანონსი

10 დეკემბერი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის


საკონტაქტო პირი:
თეა გოცაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობების მენეჯერი
ტელ: (+995 32) 24 36 73
მობ: (+995 77) 47 77 61  

გუდვილის, ჯიმარტის და ჯიპიაი ჰოლდინგის ერთობლივი საახალწო აქცია!

[PUBLICITY.GE] თბილისი,  10 დეკემბერი, 2010 წელი - 10 დეკემბერს 13:00 საათზე ჰიპერმარკეტ გუდვილში „გუდვილის", „ჯიმარტის" და „ჯიპიაი ჰოლდინგის" ერთობლივი საახალწლო აქციის პრეზენტაცია და შეჯიბრი მოეწყობა, რომელშიც მონაწილეობას ცნობილი მსახიობები მიიღებენ.

###

10 დეკემბერს 13:00 სთზე ჰიპერმარკეტ გუდვილში, გუდვილის, ჯიმარტის და ჯიპიაი ჰოლდინგის ერთობლივი საახალწლო აქციის, „ბონუს დაზღვევა - ბონუს ბარათით", პრეზენტაცია მოეწყობა.

გუდვილის და ჯიმარტის  ბარათის ყველა მფლობელი, ვინც 10 დეკემბრიდან 10 იანვრამდე ჯიპიაი ჰოლდინგში დააზღვევს ავტომობილს, სახლს, ბინას ან აგარაკს ბარათზე საჩუქრად მიიღებს 200 ლარს.

200 ლარის ფარგლებში მომხმარებლებს საშუალება აქვთ გუდვილის 55 000 დასახელებიდან და ჯიმარტის 30 000 დასახელების პროდუქტებიდან შეიძინონ ნებიესმიერ მათთვის სასურველი.

კლუბის წევრებს დაზღვევის გაფორმება შეეძლებათ ჰიპერმარკეტ გუდვილში და ჯიპიაი ჰოლდინგის ოფისებში, როგორც თბილისში ასევე ბათუმში.

10 დეკემბერს დაგეგმილ  პრეზენტაციას დაესწრებიან გუდვილის და ჯიმარტის კლუბის წევრები, ჟურნალისტები და მოწვეული მსახიობები, რომელთა შორის მოეწყობა გათამაშება, გამარჯვებულებს კი გადაეცემათ პრიზები და საჩუქრები. 

სამივე კომპანია მომავალშიც გეგმავს მომხმარებლებს შესთავაზოს მსგავსი აქციები და სიურპრიზები.

წაკითხულია: 3009