ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
დაგეგმილი სამუშაო შეხვედრა
04/11/2013
მედია ანონსი

4 ნოემბერი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
ინგა ნიკაგოსიანი
თბილისი, 0114, გულუას ქ. N6
+995 32 2727224
+995 577 293979

შეხვედრა "holiday Inn"-ში
 
სამშაბათს, 5 ნოემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო "Holiday inn-ში" გაიმართება სამუშაო შეხვედრა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) "სამრეწველო ავარიების ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შესახებ" კონვენციის რატიფიკაციის მხარდასაჭერად. ღონისძიებას გახსნის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ აგრეთვე UNECE-ს გარემოსდაცვითი განყოფილების უფროსის მოადგილე, კონვენციის მდივანი, ბიუროს თავმჯდომარე და სხვა პასუხისმგებელი პირები.

შეხვედრის მიზანია კონვენციის მიზნების, ვალდებულებებისა და აღსრულების მექანიზმების წარმოდგენა, კონვენციის ფარგლებში არსებული დახმარების პროგრამის განხილვა და საქართველოსათვის მისი მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობების გაზიარება. შეხვედრის ფარგლებში აგრეთვე განხილული იქნება "სახიფათო ნივთიერებებთან დაკავშირებული დიდი ავარიების საფრთხეების კონტროლის თაობაზე"(Council Directive 96/82/EC -SEVESOII) ევროკავშირის დირექტივასთან დაკავშირებული საკითხები.

 შეხვედრა გაიმართება "სამრეწველო ავარიების ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შესახებ" კონვენციის სამდივნოს მხარდაჭერით.

 

წაკითხულია: 2271