ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
დავით კირვალიძე მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას დაესწრება
25/04/2013

 მედია ანონსი 

25 აპრილი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი 
მარშალ გელოვანის გამზირი #6, თბილისი
infomoa@moa.gov.ge
http://www.moa.gov.ge/
ტელ: 237 80 09
მობ: 599 50 26 19

დავით კირვალიძე მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას დაესწრება

25 აპრილს 19 სთ-ზე,  სასტუმროში  Holiday Inn,  სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე  ბეჭდური და ინტერნეტ გამოცემა  "ლიბერალსა" და "საქართველოს ფერმერთა ასოციაციას" შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას დაესწრება.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სოფლის მეურნეობაში მიმდინარე პროცესების მხარდასაჭერად  "ლიბერალისა" და "საქართველოს ფერმერთა ასოციაციის" ერთობლივ მუშაობას ითვალისწინებს.

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის, ევროკომისიის და  დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები,  რომლებიც ჩართულები არიან სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით მიმდინარე პროექტებში. 

 

წაკითხულია: 2205