მედია ანონსი
15 ივნისი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცი:
ინგა ნიკაგოსიანი,
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
pr@moe.gov.ge;
577 293979
სოფო ჭიჭინაძე,
UNDP საქართველო,
sophie.tchitchinadze@undp.org
599 196907
დასუფთავების აქცია
კვირას, 16 ივნისს, 10:00 საათზე არმაზის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე (მცხეთა, ბაგინეთის მთა) გაიმართება დასუფთავების აქცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაზე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, ჯეიმი მაკგოლდრიკი, გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო შარაშიძე, მინისტრის მოადგილეები შალვა ამირეჯიბი და ვახტანგ მჭედლიშვილი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი ჯავახიშვილი და სამინისტროების სხვა წარმომადგენლები.
ღონისძიება გაიმართება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული კამპანია „მწვანე თვის" ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობენ სამინისტროები, საქართველოს პარლამენტი, მუნიციპალიტეტები, საერთაშორისო ორგანიზაციები, ცენტრალური და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, სტუდენტები, მოსწავლეები.
მასშტაბური გარემოსდაცვითი კამპანია მოიცავს თბილისს და საქართველოს ყველა რეგიონს. დასუფთავების აქციები გაიმართება ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, წალენჯიხაში, თელავში, საგარეჯოში, ზესტაფონში, სიღნაღში, ყვარელში, სტეფანწმინდაში, დუშეთში, გორში, ხაშურში, ქარელში, რუსთავში, მარნეულში, თეთრიწყაროში, წალკაში, ონში, ცაგერში, ლენტეხში, ახალციხეში, ახალქალაქსა და ბორჯომში. აქციას შეუერთდნენ აგრეთვე ბორჯომ-ხარაგაულის, თბილისის, ყაზბეგის, კოლხეთის, აჯამეთის, მტირალას, ქობულეთის, ლაგოდეხის, ვაშლოვანის, ალგეთის დაცული ტერიტორიები.
აქციის ორგანიზატორია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო მხარდამჭერთა და მონაწილეთა მთელი რიგის ხელშეწყობით.
· საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
· შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
· საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო
· საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო
· საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
· საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო
· განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური
· რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანია"
· დიასპორის საკითხში სახელმწიფო მინისტრის აპარატი
· რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი
· აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
· საქართველოს პარლამენტი
· ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ყველა რეგიონში
· გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში
· გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)
· ამერიკის სავაჭრო პალატა (AMCHAM)
· ბიზნეს კომპანიები: „ვისოლ ჯგუფი", სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი", „IDS ბორჯომი საქართველო", Aversi, Toyota Caucasus; Renault; ქართული ინტეგრირებული სისტემები (GIS)
· არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია: "ეკოხედვა/ECOVISION", კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), „მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია", „სუფთა საქართველო", პალიტრა მედია