11/08/2008
ანონსი მედიისთვის
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
დახმარება დევნილებს
2008 წლის 11 აგვისტოდან, საინიციატივო ჯგუფის ინფორმაციაზე დაყრდნობით დაიწყო ნებაყოფლობითი დახმარება გორისა და ცხინვალის რაიონებიდან დევნილებისათვის. დახმარება წარმოებს მიცკევიჩის ქ. № 29ა-ში (საირმის ქუჩის ასახვევთან, მეორე სართულზე).
ყველა მოქალაქეს, საინიციატივო ჯგუფსა და ორგანიზაციებს, შეუძლიათ თავისი წვლილი შეიტანონ პირველადი დახმარების აღმოჩენის საკითხებში. პრიორიტეტულია დახმარება შემდეგი მოხმარების საგნებში:
1. ყველა ზომის ბავშვის, ქალისა და მამაკაცის ჩასაცმელი
2. თეთრეული (პირსახოცები, პლედები, საბნები, ლეიბები...)
3. ჰიგიენისა და პირველადი მოხმარების საგნები (საპონი, კბილის პასტა, კბილის ჯაგრისი, ხელსახოცები, ტუალეტის ქაღალდი, ასანთი...)
4. პროდუქტი (შაქარი, ჩაი, მაკარონი, ბრინჯი, წიწიბურა, ბურღულეული, კონსერვები, ძეხვეული...)
5. თოთო ბავშვებისთვის განკუთვნილი ნებისმიერი ტიპის პროდუქტი და ჰიგიენური საშუალებები
საინიციატივო ჯგუფი
###