ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
დედა სიდონიას პირველი პერსონალური გამოფენა
20/10/2013

მედია ანონსი

20 ოქტომბერი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
577 90 70 00
დედა სიდონია

დედა სიდონიას პირველი პერსონალური გამოფენა

22 ოქტომბერს, 19:00 საათზე, სასტუმრო ‘'თბილისი მარიოტის'' საგამოფენო სივრცეში (გალერეა ‘'შარდენი", რუსთაველის #13) გაიმართება დედა სიდონიას ხელნაკეთი ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა სახელწოდებით ‘'დღეს მე ჩემი ფერების სამყაროთი გესაუბრებით''.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება დედა სიდონიას მიერ სხვადახვა დროს შექმნილი აქსესუარები, ნაქარგები და მის მიერ გადაღებული ფოტო ნამუშევრები. ეს არის პირველი პრეცენდენტი, როდესაც მონაზონი მართავს პერსონალურ გამოფენას და ცდილობს ადამიანებს დაანახოს, რომ ქრისტიანობა არ არის ჩაკეტილობის და იზოლაციონიზმის მქადაგებელი, არამედ ის თავისუფალი სულის მატარებელი რელიგიაა, რომელიც შეიძლება შემოქმედებაში აისახოს.

ბისერით შექმნილი დაფარნები, სხვადასხვა აქსესუარები, ფოტოკოლაჟები თუ პერსონალური ფოტოები, იდივიდუალიზმითა და მრავალფეროვნებით ხასიათდება. ‘'მე, როდესაც მძიმედ ავად ვიყავი, მაშინ დავიწყე ძირითადად გადაღება. ჩემს მიერ შექმნილ ფერთა კომბინაციასა და გამაში ვხედავდი პოზიტივს და ეს ფერები გადამქონდა ნაქარგობაში და ვუზიარებდი სხვებსაც ჩემს მიერ დანახული სამყაროს ფერთა პალიტრას". - ამბობს დედა სიდონია. ის 9 წელია საბერძნეთში მოღვაწეობს, ამჟამად საქართველოში იმყოფება და ყველას ეპატიჟება გამოფენაზე მისი ფერადოვანი სამყაროს გასაცნობად.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან კომპანიები: ‘'გურიელი'', ‘'ბორჯომი'', branding.ge და გალერეა ‘'შარდენი''.

წაკითხულია: 2445