მედია ანონსი
28 მარტი,2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
დედამიწის საათი 2014 საქართველოში
შაბათს, 29 მარტს, 20:00 საათზე მრგვალი ბაღი თბილისში უმასპინძლებს დედამიწის საათის აღნიშვნას. დედამიწის საათი მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით უარს ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე და ამით მხარს უჭერს ჩვენი პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავალს.
ტრადიციული ღონისძიება მრგვალ ბაღში ღიაა ყველასთვის, ვისაც სურს შეუერთდეს დედამიწის საათს. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ მუსიკას სანთლის შუქზე და თან გაიყოლონ ბაღის ყვავილები ქოთნებში.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN).
დედამიწის საათის აღნიშვნას მრგვალ ბაღში დაესწრებიან ხათუნა გოგალაძე - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, ნილს სკოტი - გაეროს ხელმძღვანელი საქართველოში, ნანა ჯანაშია - CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, საელჩოებისა და საერთშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები და მოსწავლეები.
წელს საქართველო მეექვსედ აღნიშნავს დედამიწის საათს. 20:30 - 21:30 საათზე სინათლე გაითიშება თბილისის რამდენიმე ქუჩასა და ღირშესანიშნავ ნაგებობაში. მათ შორისაა: ნარიყალას ციხე-სიმაგრე, მშვიდობის ხიდი, წმ. გიორგის ძეგლი თავისუფლების მოედანზე, შოთა რუსთაველის სახ. აკადემიური თეატრი, გარე განათება რუსთაველისა და აღმაშენებლის გამზირებზე, საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე, მუნიციპალური და სამთავრობო შენობები, პრეზიდენტის სასახლე, გაეროს სახლი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
- სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, sophie.tchitchinadze@undp.org, 599 196907
- მაია სიხარულიძე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, pr@moe.gov.ge; +995 32 2727224; +995 577 343355
- ნატალია ფარცხალაძე, CENN, natalia.partskhaladze@cenn.org, +995595117477