25/05/2010
25 მაისი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
მედია ანონსი
საქართველოში დევნილების მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები
25 მაისიდან დევნილების მხარდამჭერ პროექტის ფარგლებში საქართველოს მაშტაბით დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:
• ბრიფინგი
25 მაისს , 18:00 საათზე, ბათუმის აეროპორტში გაიმართება ბრიფინგი ,რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საფრანგეთიდან ჩამოსული ვარსკვლავები , საზოგადო მოღვაწეები, ოფიციალური პირები,საფრანგეთის არასამთავრობო ორგანიზაციები და ჟურნალისტები წამყვანი მედია საშუალებებიდან.
25 მაისს, 19: 30 - 21:00 საათზე, „შერატონ ბათუმი"-ს საკონფერენციო დარბაზში გაიმართება შეხვედრა სტუმრებსა და ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიის წარმომადგენლებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის.
• სოლიდარობის მსვლელობა ენგურის ხიდის მიმართულებით.
26 მაისს, 17:30 საათზე, მოეწყობა ”სოლიდარობის მსვლელობა” ენგურის ხიდის მიმართულებით. მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებენ დევნილები, მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ჟურნალისტები წამყვანი მედია საშუალებებიდან , საქართველოს საზოგადო მოღვაწეები.
• დევნილების მხარდამჭერი კონცერტი
26 მაისს, 18:00 - 23:00 საათზე, ზუგდიდის მთავარ მოედანზე დევნილების მხარდასაჭერად მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავების და ქართველი მუსიკოსების ერთობლივი კონცერტი გაიმართება.
კონცერტში მონაწილეობენ ისეთი ცნობილი შემსრულებლები, როგორებიც არიან Youssou N' Dour, MC Solaar, Jane Birkin, Youssoupha, Grace, Maia.K. და ქართველი მუსიკოსები. (მგზავრები, სალომე კორკოტაშვილი, სტრინგი, პორნოპოეზია, რემა, ეფემერა)
• დევნილთა კომპაქტურად დასახლებული პუნქტების მონახულება
27 მაისს, 10 :00 საათზე, ფრანგული არასამთვარობო ორგანიზაციების წევრები მოინახულებენ სენაკში და ზუგდიდში დევინილთა კომპაქტურად დასახლებულ პუნქტებს .
• სამოქალაქო დისკუსია
27 მაისს, 15 :00 საათზე , გრილ ბარში (ქ.ბათუმი,ნინოშვილის ქ. ) გაიმართება დისკუსია საქართველოში დევნილების საკითხთან დაკავშირებით.დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ფრანგული არასამთვარობო ორგანიზაციების წევრები,პოლიტიკოსები და ამ საკითხზე მომუშავე კომპეტენტური პირები.
• ბრიფინგი
28 მაისს, 3 :00 საათზე , ბრიფინგი ბათუმის აეროპორტში . ვარსკვლავების გაცილება/გამგზავრება.
###
საკონტაქტო პირი
teonabagdavadze@gmail.com
897 97 03 53
თეონა ბაღდავაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტი