ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
დევნილთა ყოველთვიური დახმარება
27/01/2017
ვინ?: საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ აღმასრულებელი დირექტორი ნუკრი მილორავა
რა?: ორგანიზაციის თბილისის ოფისში მედიის წარმომადგენლებისათვის გააკეთებს განცხადებას დევნილთა მიმართ სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი რეფორმის შესახებ, რომელიც დევნილთა ყოველთვიურ შემწეობას ეხება.
სად?: ცენტრი „აფხაზეთის“ თბილისის ოფისში (თავისუფლების მოედანი #4ა, ბ.12).
როდის?: 27 იანვარს, 17:00 საათზე.
რატომ?: 25 იანვარს მინისტრმა სოზარ სუბარმა გააკეთა განცხადება დევნილთა სამინისტროში დაგეგმილ რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც დევნილთა დახმარების მოხსნას ეხებოდა. ინფორმაციამ დევნილებში ვნებათაღელვა და შიში გამოიწვია. საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA) 22 წელია მთელი საქართველოს მასშტაბით მუშაობს და დგას კონფლიქტთ დაზარალებული მოსახლეობის სამსახურში. ორგანიზაცია კარგად იცნობს დევნილთა მდგომარებას და სურს საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს დევნილთათვის ამ მტკივნეულ საკითხთან მიმართებაში.

მოგეხსენებათ, დევნილთა სამინისტროში მოქმედებს სამეთვალყურეო საბჭო, რომელშიც გაერთიანებულნი არიან სხვადასხვა უწყებების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელები. საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ სამეთვალყურეო საბჭოში წარმოადგენს 12 ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას.

საკონტაქტო პირი: სოფიკო ლაგვილავა
ტელეფონი: 593 542451
ელ.ფოსტა: communications@chca.org.ge
წაკითხულია: 4187