ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
დევნილი ქალბატონების სერტიფიცირება
21/05/2009

 

 

 

მედია ანონსი

21 მაისი, 2009
დაუყოვნებილი გავრცელებისათვის

 

დევნილი ქალბატონების სერტიფიცირება

22 მაისს 14 საათზე სასტუმრო "თორში"(ჭანტურიას ქ. #10) საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია ჩაატარებს დევნილი ქალბატონების სერტიფიცირების ღონისძიებას. სეტიფიკატები გადაეცემათ იმ ქალბატონებს, რომლებმაც ერთი თვის განმავლობაში მონაწილეობა მიიღეს ასოციაციაციის ორგანიზებით გამართულ ტრენინგებში. კურსდამთავრებულებს ასოციაციის ექსპერტები დაეხმარებიან ბიზნეს-გეგმების სემუშავებასა და ინფორმაციის მოპოვებაში პოტენციური დამფინანსებლების შესახებ.

ღონისძიება ხორციელდება პროექტ "მომავლის იმედის" ფარგლებში, გაეროს ქალთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობენ საერთაშორისო ორგანიზაციების, მასმედიის სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ ტრენინგში მონაწილე ქალბატონებისთვის გამოიცა სახელმძღვანელო `ქალი და ბიზნესი~, რომელიც მოიცავს შემდეგ თავებს: ბიზნესის საფუძვლები, ბიზნესის რეგისტრაცია, გადასახადები და მათი გადახდის წესი,  ბუღალტრული აღრიცხვა, ბიზნესგეგმა და მისი შემუშავების ეტაპები, აგრობიზნესი, საოჯახო ბიზნესის მართვის შესაძლებლობები, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების შესაძლებლობები, ქალთა უფლებები, პრეზენტაციული უნარ-ჩვევები.

18 მაისიდან ქ. გორში დაიწყო ტრენინგ-კურსების მეორე ტალღა, სადაც გორის რაიონში მცხოვრები 150-ზე მეტი დევნილი ქალბატონი მიიღებს მონაწილეობას.

###

 

საკონტაქტო პირი:
დოდო ჭუმბურიძე, PR მენეჯერი
ტელ.:  92 28 39; 893 28 30 92
ელ-ფოსტა:
pr@economists.ge

 

წაკითხულია: 8548