ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა
18/07/2013

 

მედია ანონსი

18 ივლისი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
ინგა ნიკაგოსიანი
თბილისი, 0114, გულუას ქ. N6
+995 32 2727224
+995 577 293979

დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა

19 ივლისს 11 საათზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში (მის. გულუას ქ. #6) გაიმართება შეხვედრა საქართველოში მოღვაწე საერთაშორისო დონორებთან.

შეხვედრაზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელითა და ავსტრიის ტექნიკური თანამშრომლობის სააგენტოს დახმარებით შემუშავებულ ეროვნულ სატყეო პოლიტიკის დოკუმენტთან ერთად განხილული იქნება საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორებთან სატყეო სექტორში სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები და პერსპექტივები.

შეხვედრას გახსნის გარემოდა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე.

აღნიშნული ეროვნული სატყეო პოლიტიკის დოკუმენტი განსაზღვრავს ქვეყნის სატყეო პოლიტიკას საქართველოს ყველა ტყისათვის, მიუხედავად მათი საკუთრებისა და მართვის ფორმისა და მოიცავს ყველა იმ ასპექტს, რაც მნიშვნელოვანია ქვეყანაში ტყეების მდგრადი მართვის პრაქტიკის დასამკვიდრებლად.

დოკუმენტის ძირითადი პრიორიტეტებია:

· ტყის რესურსების რაციონალური გამოყენება

· ტყის მფლობელობა, მართვა და სარგებლობის უფლება

· ტყეების მდგრადი მართვა

· ადაპტაცია კლიმატის ცვლილების ზემოქმედებასთან

გარდა ამისა, დოკუმენტი აყალიბებს ხედვას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა:

ტყეების მართვა და კანონმდებლობა; განათლება და მეცნიერება; საზოგადოების ცნობიერება და ჩართულობა.

 

წაკითხულია: 2508