მედია ანონსი
12 ივნისი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
სოფო თვარაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო
ტელ: +995 (032) 275 38 90, მობ: +995 599 91 87 77
ელ-ფოსტა: stvaradze@apa.gov.ge
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ,,დაძმობილების" (თვინინგის) ახალი პროგრამა საქართველოს დაცული ტერიტორიების მენეჯმენტს გააძლიერებს
2013 წლის 12 ივნისს, 11:00 საათზე სასტუმრო „თბილისი მარიოტში" ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ,,დაძმობილების" (TWINING) ახალი პროექტის „საქართველოს დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გაძლიერება" პრეზენტაცია გაიმართება.
შეხვედრას გახსნის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ აგრეთვე სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფროსი რატი ჯაფარიძე და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები.
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს გლობალური მნიშვნელობის მქონე ბიომრავალფეროვნების უკეთეს კონსერვაციას დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გაუმჯობესებისა და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების დანერგვის გზით. პროექტის ხანგრძლივობა ორ წელს შეადგენს, ხოლო ბიუჯეტი განისაზღვრება 1.1 მილიონი ევროს ოდენობით.
„ავსტრიის ფედერალური ტყეების" (Österreichische Bundesforste AG) ხელმძღვანელობით პროექტს განახორციელებს ავსტრია-ჩეხეთის კონსორციუმი ჩეხეთის გარემოს დაცვის სამინისტროსა (Ministerstvo Životního Prostředí) და ავსტრიის გარემოსდაცვით სააგენტოსთან (Umweltbundesamt GmbH) ერთად საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
სოფო თვარაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო
ტელ: +995 (032) 275 38 90, მობ: +995 599 91 87 77
ელ-ფოსტა: stvaradze@apa.gov.ge
მაიკლ გარფორთი
პროექტის მუდმივი უცხოელი მრჩეველი
ელ-ფოსტა: mike.garforth@bundesforste.at
ტელ: +995 599 50 48 33