ანონსი მედიისთვის
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
ევროსასამართლოს საკითხებზე თელავში სამუშაო შეხვედრა იმართება
5-6 მაისს, თელავში ევროსასამართლოს საქმეებზე მომუშავე ადვოკატებისათვის სამუშაო შეხვედრა გაიმართება. შეხვედრა გაიხსნება ორშაბათს, 5 მაისს, დილის 10:00 საათზე, სასტუმრო “რჩეულ მარანში” (მის. ქ. თელავი, ჭავჭავაძის 154).
შეხვედრას წარმართავენ ევროსასამართლოს კანცელარიის იურისტი, ევროსაბჭოსა და ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” ექსპერტები. ევროსასამართლოს და ევროსაბჭოს ექსპერტების მონაწილეობით თელავში პირველად იმართება ევროსასამართლოს ქსელის ადვოკატებთან შეხვედრა. შეხვედრაზე განხილული იქნება ევროსასამართლოსთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, გაიმართება იმიტირებული სასამართლო პროცესი.
საკონტაქტო პირი: ნაზი ჯანეზაშვილი (მობ: 893 338805)
###