04/06/2010მედია ანონსი
4 ივნისი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
თამარ გაბისონია
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
998856 / 932859
office@article42.ge
ევროსასამართლოს საქმეებზე მომუშავე ადვოკატთა შეხვედრა
[PUBLICITY.GE] თბილისი,4 ივნისი, 2010 - შაბათს, 2010 წლის 5 ივნისს, 12:00 საათზე, სასტუმრო "ამბასადორში" (მის: ქ. თბილის, სავთელის ქ. #13 ) ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ექსპერტები ევროსასამართლოს საქმეებზე მომუშავე ადვოკატთა ქსელის წარმომადგენელებთან ერთად ადამიანის უფლებათა ევროკონვენციით დაცულ უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე გამართავენ სამუშაო შეხვედრას.
სპეციალური მოხსენებები გაკეთდება ევროკონვენციით დაცულ სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე, წამებისა კარძალვაზე, ევროსასამართლოსადმი მიმართვის პროცედურებზე, ევროსასამართლოს რეგლამენტის მიხედვით დროებითი ღონისძიების გამოყენებასა და ევროკონვენციის მე-14 დამატებითი ოქმის რატიფიცირებასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე.
"კონსტიტუციის 42-ე მუხლი" "ევროსასამართლოს საქმეებზე მომუშავე ადვოკატების ქსელის" წარმომადგენლებთან რეგულარულად აწყობს შეხვედრებს. აღნიშნული გაერთიანება სწორედ ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ინიციატივით შეიქმნა 2006 წელს და მასში 50-ზე მეტი ადვოკატია გაერთიანებული მთელი საქართველოს მასშტაბით. ქსელის მიზანია, ევროსასამართლოს საქმეებზე მომუშავე პრაქტიკოსი ადვოკატების პროფესიონალიზმის ზრდა, საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებისა და პრეცედენტული სამართლის დანერგვის გზით საქართველოს კანონმდებლობისა და მართლმსაჯულების გაძლიერება.
შეხვედრა იმართება პროექტის "სტრატეგიული სამართალწარმოება ქვეყნის შიგნით: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმების დანერგვა საქართველოში" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" ღია საზოგადოების ინსტიტუტი (ბუდაპეშტი) მხარდაჭერით.