24 ნოემბერი
2015
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის
25 ნოემბერს, 14:00 საათზე, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, ენისა და კულტურის საერთაშორისო ფესტივალის რესპუბლიკური ტური გაიმართება. კონკურსი ჩაღლარის სასწავლო დაწესებულებების ორგანიზებითა და ქალაქ თბილისის მერიის ხელშეწყობით იმართება. რესპუბლიკურ ტურში მონაწილეობას მიიღებენ ქალაქ თბილისის მუსიკალური სკოლის მოსწავლე ვოკალისტები, რომლებიც ჟიურის წინაშე შეასრულებენ ქართულ ენოვან სიმღერას. საუკეთესო მონაწილეს საშუალება ექნება საკუთარი ენა და კულტურა რუმინეთში დაგეგმილ ფესტივალზე წარადგინოს.
შარშანდელ საერთაშორისო კონკურსზე დემირელის სკოლის მოსწავლე ირინა ხეჩანოვმა პირველი ადგილი აიღო.მან ასევე მონაწილეობა მიიღო პროექტის ფარგლებში გამართულ სხვადასხვა კონცერტსა და ფესტივალში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
ენისა და კულტურის საერთაშორისო ფესტივალის ცენტრი მდებარეობს ქალაქ სტამბულში,სადაც თავს იყრის მსოფლიოს 170 ქვეყნის ათასობით წარმომადგენელი. „ჩაღლარის„ სასწავლო დაწესებულებები ენისა და კულტურის საერთაშორისო ფესტივალის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. 2016 წლის მაისში ენისა და კულტურის საერთაშორისო ფესტივალი მე-14-ედ ჩატარდება. შესარჩევ ტურში გამარჯვებული ქართველო კონკურსანტი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კონკურსის ფინალში. გარდა ამისა, ენისა და კულტურის ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ შეირჩევა 5 ვოკალისტი, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ მუსიკალურ ტურნეში, რომელიც 23 ქვეყანას მოიცავს.
ენისა და კულტურის XIII საერთაშორისო ფესტივალი რუმინეთში ჩატარდა. აღნიშნული ფესტივალის დახურვის ცერემონიალი შედგა გერმანიის ქალაქ დორტმუნდის ვესტფალიის დარბაზში. ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში კი გალა-კონცერტი გაიმართა. ბრიუსელში ფესტივალის პროგრამა ევროკავშირის პარლამენტის პატრონაჟის ქვეშ იმართება.