05/12/2008
ანონსი მედიისთვის
5 დეკემბერი, 2008
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
ერაყის საელჩოს საქმიანობის პრეზენტაცია
6 დეკემბერი, 18:00 საათი, რესტორანი ”ეფენდი” (მის: დავით აღმაშენებლის ქუჩა 76/1) - ერაყის საელჩო საქართველოში გამართავს შეხვედრას ქართველ მეცნიერებთან და სტუდენტებთან, რომლებიც აღმოსავლეთმცოდნეობის სფეროში მოღვაწეობენ.
შეხვედრა არის ერაყის საელჩოს და მისი საქმიანობის ერთგვარი პრეზენტაცია. შეხვედრის მიზანია განამტკიცოს და ხელი შეუწყოს საქართველოში აღმოსავლეთმცოდნეობის განვითარებას და ამ სფეროში სამომავლო გეგმების განხორციელებას.
საელჩო გეგმავს მხარი დაუჭიროს საქართველოში აღნიშნული სფეროს წინსვლას და მზად არის მათი მხარდაჭერით საქართველოში განხორციელდეს ის სამეცნიერო თუ სტუდენტური პროექტები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ამ მიმართულებით იგეგმება.
შეხვედრის მასპინძელია ერაყის საელჩო, საღამოს გაუძღვება ერაყის ელჩი საქართველოში ბატონი ტაიბ მუჰამედ ტაიბი.
###
საკონტაქტო პირი:
თამარ ნატროშვილი
ტელ: 899 253 530