ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ეროვნული ჩემპიონატი წყალბურთში საქართველოს პირველობისათვის
10/07/2009


მედია ანონსი
 

25 ივნისი, 2009
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის

ეროვნული ჩემპიონატი წყალბურთში საქართველოს პირველობისათვის


2009 წლის 8, 9 და 10 ივლისს საქართველოს წყალბურთის ასოციაციის და საწყალოსნო ფედერაცის ერთობლივი ორგანიზებით, 20 წლის განმავლობაში პირველად ქართული წყალბურთის ისტორიაში,  ჩატარდება წყალბურთის ეროვნული ჩემპიონატი საქართველოს პირველობისათვის.

ჩემპიონატი ჩატარდება "ლაგუნა ვერეს" აუზზე 18 საათსა და 30 წუთზე.

ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს ოთხი გუნდი, ესენია: „ლიგამუსი I", "ლიგამუსი II", "ივერია" და "დინამო".

ჩემპიონატის ფარგლებში გამოვლინდება ასევე საუკეთესო მეკარე, საუკეთესო თავდამსხმელი, საუკეთესო მცველი და საუკეთესო ბომბარდირი.

ჩემპიონატში გამარჯვებულს გადაეცემა თასები, მედლები და სიგელები.

უახლოეს მომავალში საწყლოსნო ფედერაციის წყალბურთთან დაკავშირებული ფუნქციები მთლიანად საქართველოს წყალბურთის ასოციაციას გადაეცემა.

საქართველოს წყალბურთის ასოციაცია 2009 წლის 17 იანვარს დაარსდა და საქართველოში წყალბურთის განვითარებასა და პოპულარიზაციას ემსახურება. ასოციაციის პრეზიდენტია ზაზა ჩაჩავა.

საქართველოს წყალბურთის ასოციაციის ხელშეწყობით 2009 წლის ივნისში ჩატარდა ჩემპიონატი ასაკობრივ ჯგუფებს შორის. ჩემპიონატში სამი ასაკობრივი ჯგუფი იღებდა მონაწილეობას, კერძოდ კი 1991-1992 წელს დაბადებულები, 1993-1994 წელს დაბადებულები და 1995-1996 წელს დაბადებულები.

ჩემპიონატის ბოლოს თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში გამოვლინდა სამი გამარჯვებული.

1991-1992 წელს დაბადებულთა შორის პირველი ადგილი დაიკავა "ლიგამუსმა", მეორე- "ივერიამ", ხოლო მესამე "ლაგუნა ვერემ."

1993-1994 წელს დაბადებულთა შორის პირველ ადგილზე გავიდა "ივერია," მეორეზე - "ლიგამუსი", ხოლო მესამეზე - "ლაგუნა ვერე".

1995 - 1996 წელს დაბადებულთა შორის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა "ივერია", მეორე ადგილზე გავიდა "ლიგამუსი I", ხოლო მესამეზე - "ლიგამუსი III".

ჩემპიონატში გამარჯვებულებს გადაეცათ თასები, მედლები და სიგელები.

საქართველოს წყალბურთის ასოციაცია მომავალშიც გეგმავს მუდმივი სახის სხვადასხვა ტურნირებისა და ჩემპიონატების ჩატარებას.
 
###
საკონტაქტო ინფორმაცია:
„საქართველოს წყალბურთის ასოციაცია"
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
ლელი ბიბილაშვილი

მობ: +995(77) 25 00 10

ელ-ფოსტა: l.bibilashvili@waterpolo.ge  

 


წაკითხულია: 7376